საბუნებისმეტყველო 30 საინტერესო ფაქტები ოქროს შესახებ 2016, 30 მარტი, 10:47 ოქრო წარმოადგენს ერთგვარ მითიურ ნივთიერებას, რომელიც რატომღას დიდ ფასეულობასთან და სიმდიდრესთან არის ასოცირებული. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულის მედალიც კი, ოქროსი არის აუცილებლად. რატომ არის ასე? რატომ მოხდა, რომ ჩვენს სამყაროში, ყველა მეტალიდან ოქრო გამოარჩიეს და ყველაზე ძვირფასად აღიარეს? ამის მიზეზი შეიძლება რამდენიმე ფაქტორი იყოს: II. ოქრო არც რადიაქტიულია და არც მომწამველია, რასაც ვერ ვიტყვით ზოგიერთ მეტალზე. III. ოქრო, ნაცრისფერი ვერცხლისა და პლატინისგან, ყვითელი ფერით გამოირჩევა. IV. ოქრო გახდა პოპულარული ვალუტა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ სტატუსით აღარ იყენებენ (ყოველ შემთხვევაში, ქვეყნების უმრავლესობაში), მაგრამ, ის მაინც ინარჩუნებს თავის ღირებულებას, რადგან რეაქციაში არ შედის სხვა ელემენტებთან და შესაბამისად, ფერსაც არ იცვლის.
30. ინდოელი ქალების მფლობელობაში, მსოფლიო ოქროს მარაგის 11%-ია. ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე აშშს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მარაგ, ერთად აღებული. 29. ოქროს სისუფთავის ხარისხი კარატებში იზომება. ტერმინი «კარატი» ცერატონის ხის თესლს უკავშირდება. ეს მცენარე პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის. მისი ყველა თესლი ერთი ზომის და წონის არის და თითოეულის მასა 1/5 გრ. (200 მგ) ტოლია. სუფთა ოქრო იმდენად რბილია, რომ მისთვის ფორმის შეცვლა ხელითაც შეიძლება. 28. ქორწინების ბეჭდიდან, ყოველწლიურად, 6 მილიგრამი ოქრო იშლება, მისი უბრალოდ ტარების შემთხვევაში. 27. ქიმიური ელემენტი «AU» ლათინურად Aurum – «კაშკაშა სინათლეს» ნიშნავს. ოქრო – ძალიან მორჩილი მეტალია. ერთი უნცია (28, 35 გრამი) ოქროს გაწელვა – 80 კმ-ზე შეიძლება. 26. საბადოების გარდა, ოქრო ჩამდინარე წყლებშიც არის. ქალაქი, რომელშიც 1 მლნ. კაცი ცხოვრობს, წელიწადში, 2, 6 მილიონი დოლარის ოქროს უშვებს კანალიზაციაში. 25. 1 ტონა ძველი მობილური ტელეფონების გადამუშავებით, იმაზე მეტი ოქროს მიღება შეიძლება, ვიდრე იგივე ოდენობის ოქროს მადნიდან. იგივე რაოდენობის კომპიუტერების გადამუშავებით, უფრო დიდი რაოდენობის ოქრო მიღება, ვიდრე 17 ტონა ოქროს მადნიდან. 23. ოქროს ყველაზე დიდი მარაგი, ნიუ-ორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში არის დაცული – იქ 500 000 ოქროს ზოდია (მსოფლიო ოქროს მარაგის 25%). საგანძურის დიდი ნაწილი, უცხოური ქვეყნების მთავრობებს ეკუთვნის. და ისევ დუბაიზე... იქ 2014 დაიწყო სიმსუქნესთან ბრძოლის კამპანია, რომლის ფარგლებშიც, ბავშვებს ყოველ დაკლებულ კილოგრამზე – 2 გრამ ოქროს აძლევენ. დედამიწის ბირთვში იმდენი ოქროა, რომ მას შეუძლია დედამიწის ზედაპირი 45 სმ-იან ფენით დაფაროს. 14. ალუმინი ერთ დროს, ყველაზე ძვირფასი მეტალი იყო დედამიწაზე. მდიდარი ადამიანები ალუმინის დანა-ჩანგლით სადილობდნენ, ხოლო ღარიბები, ოქროსგან დამზადებულ ჭურჭელს იყენებდნენ. ჩინეთი – 370 ტ. (წელიწადში) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – 170 ტ. მეცნიერებმა შეადარეს ოქროს საბადოსთან მდებარე მცენარის ფოთლები, მისგან 800 მეტრით დაშორებულ მცენარის ფოთლებს. ასევე მათ გაზარდეს ევკალიპტი სათბურის პირობებში, რომლის გრუნტში, ოქროს ნაწილაკები იყო შერეული. აღმჩნდა, რომ ევკალიპტის ფოთლბი, რომელიც ოქროსშემცველ გრუნტზე იზრდებოდა, ფოთლებში ოქროს ნაწილაკებს შეიცავდა, რომელთა ზომა, საშუალოდ, 8-მიკრომეტრის (1 მიკრომეტრი = ერთ მემილიონედი მეტრი) ტოლი იყო. რატომ მაინცა და მაინც ფოთლებში? მეცნიერთა მტკიცებით, ფესვიდან მცენარეში მოხვედრილი ოქრო, შეიძლება მავნე იყო მცენარისთვის და ის თავიდან იცილებს მეტალს, გადააქვს რა გარეუბნებში – ფოთლებში. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევკალიპტის ფოთლების შეგროვებით, გამდიდრება შეიძლება. ფოთოლში ოქროს შემცველობა, მისი მასის 0, 000005 % არ აღემატება. თუმცა, ევკალიპტს შეუძლია დახმარების აღმოჩენა, ოქროს საბადოების ძიების დროს. 6. კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, 161 000 ტონა ოქრო არის მოპოვებული. მისი უდიდესი ნაწილი, უკანასკნელი 50 წლის მანძილზე მოიპოვეს. სამი ოლიმპიური აუზი თავისუფლად დაიტევს ადამიანების მფლობელობაში არსებულ ოქროს მთელ მარაგს. 2915 12-ს მოსწონს 1-ს არა
|