x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135737
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510112
ქართველი მილიონერი გამომგონებელი...
imageჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე პირველი ქართველი იყო, რომელიც ამერიკაში საკუთარი გამოგონებით მილიონერი გახდა. რის შემდეგაც იგი საბჭოთა კავსირისთვის მიუღებელ ფიგურად იქცა. უმემკვიდრეოდ დარჩენილი ჯორჯ კობის მილიონები კი იტალიური კომპანიების ხელში აღმოჩნდა.

1882 წელს რაჭაში დაბადებული გრიგოლ კობახიძე ათი წლის იყო, როცა სახლიდან გაიპარა. ბორჯომის მინის ქარხანაში მუშაობით თავს ირჩენდა და გამოგონებებზე მუშაობდა.

1907 წელს პოლონეთის გავლით გერმანიაში წავიდა სადაც შუშის პროდუქციის დამამზადებელ პატარა საწარმოში დაიწყო მუშაობა.

1919 წელს როდესაც მან მუშაობით თანხა დააგროვა ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ეტლებოროში შუშის ქარხნის გამართვა დაიწყო. The Cobi Glass products company-ის საქონელბრუნვა 15 მილიონ დილარს შეადგენდა.


როდესაც გრიგოლ კობახიძე მილიონერი გახდა იგი საქართველოში ჩამოვიდა ინვესტიციისთვის, მაგრამ ბოლშევიკებმა ამის უფლება არ მისცეს. მან მაინც მოახერხა თავის მშობლიურ სოფელში სკოლა, სამედიცინო პუნქტი და ეკლესია აეშენებინა.

გრიგოლ კობახიძე ავტორია გამოგონებების: ავომატური საწერი კალამი, სამედიცინო მინის ამპულა, მინის ნაზვის ხის სათამაშოები და ფერადი მინის ელექტროსანათები.

კობი დიდი ქველმოქმედი იყო, იგი დახმარებას უწევდა ევროპაში წასულ ქართველ ემიგრანტებს. გრიგოლს შვილები არ ჰყავდა. ბოლშევიკების გამო იძულებული იყო ნათესავებთან ყველანაირი კონტაქტი გაეწვიტა, ამიტომ კომპანია იტალიელ ძმებს ჯიმ და ჯული პაგლისებს უანდერძა. გრიგოლ კობახიძე 1967 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1
1891
5-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მინდიაშვილი
მარიამ მინდიაშვილი
1891
  
2013, 24 მარტი, 23:42
დიდი მადლობა ამ სტატიისთვის. მე ამერიკასში ვცხოვრობ და შემიძენია Coby Glass kompaniis shushis sashobao ornamentebi. magram ar vicodi to ki es Coby turme Kobakhidzea. dzalian didi madloba!!
0 1 1