მოლოდინი...მომდევნო დაუსრულებელი საუბრის...
ესსე - საუბარი
ჩვეულებრივი დღის არაჩვეულებრივი დასასრული...
საუბარი, რომელმაც მისი შინაგანი რადიკალურად გარდაქმნა...
საუბარი, რომელიც ახლის საწყისი გახდა და მისთვის შექმნილი
ერთადერთი ადამიანის პოვნის თითქმის ირეალური სურვილი, რეალობად აქცია....
სულიერი მთლიანობის ძიების დაკარგული იმედი გადაარჩინა....
ცხოვრება საუბრამდე?!
..... ქაოსური, ვნებებს აყოლილი, ერთი შეხედვით ლაღი გოგოს სექსუალური
თავგადასავლები, ბევრი პოზიტივი, თუმცა მაინც შეგრძნებების ძიების მუდმივი რეფრენი...
სიყვარულის?!...რომელსაც მუდმივად გაურბოდა? თუ მონათესავე სულის? რომელსაც სულის ყველაზე რთულ და საინტერესო მხარეს დაუფარავად გაანდობდა?.... ამაზე პასუხი არ ჰქონდა, არც ბევრს ფიქრობდა... აწმყოთიც კმაყოფილი იყო, რომლისგანაც მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ცდილობდა და არასდროს ინტერესდებოდა რა იქნებოდა, მომავალში ... თან გულწფრელად არ ადარდებდა ეს...
საუბარმა, მომავლის ინტერესი გააჩინა... მიზანი, რომლის გამოც ღირს ცხოვრება.... გრძნობა, რომელიც შეუძლებელს შეაძლებინებს... ლტოლვა, რომელიც პირველივე სიტყვებიდან დაიწყო.....
.... დაიწყო გულის ცემაც, მოლოდინი...
მოლოდინი, ყოველი ახალი საუბრის, ნახვის... რომელმაც არ იცის
სადამდე შეიძლება მიიყვანოს, მაგრამ სასიამოვნო მოლოდინმა მომავლზე ფიქრი დააწყებინა...
მოლოდინის, რომელმაც აქამდე არსებული შეგრძნებები
გააქარწყლა და ერთბაშად დაავიწყა....
მოლოდინის, მომდევნო დაუსრულებელი საუბრის...