x
image
მაკუნა
Mediator image
ჩინური მასაჟი თუ გადმოქართულებული პროსტიტუცია?! რა ხდება თბილისური ჩინური მასაჟის ცენტრებში?
პრესბლოგი
imageსაქართველოში ჯერ კიდევ ნორმად და ტრადიციად აღიქმება ბიჭუნების ე.წ. “ბორდელებში” დავაჟკაცება, ამ სერვისზე არც ზრდასრული მამრები ამბობენ უარს, იატაკქვეშა პროსტიტუცია დღეს საქართველოში ყვავის. სანამ პრეზიდენტი ჯანსაღი სექსისი პროპაგანდას ეწევა და ახალგაზრდებს ბუჩქების ათვისებას ასწავლის, ქართული სექსინდუსრტრია უზარმაზარ შავ ბიზნესადაა ქცეული. ბევრი ითქვა და დაიწერა პროსტიტუციის ლეგალიზეების აუცილებლობაზე, თუმცა უმთავრესად რელიგიური ფაქტორების გამო საკანონმდებლო დონეზე აღნიშნული თემის განხილვა მუდმივად ჭიანურდება.


ხელისუფლება ერიდება ავტორიტეტულ მართმადიდებლურ ეკლესიასთან ღია დაპირისპირებას, თორემ ბიუჯეტის გამდიდრების ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა და საკასო აპარატებს ყველა “დასაქმებულ” სექს-მუშაკს დაუდგამდა. ისე, მომრავლებული ტურისტებისთვის მსგავსი სერვისის შეთავაზებით უმუშევართა რიცხვი მკვეთრად შემცირდებოდა, მერე კი პრეზიდენტბატონი იამაყებდა : გატარებული რეფორმების შედეგად პირველი ქვეყანა ვართ სექსტურიზმის განვითარების კუთხითო.


... რას დავეძებთ რაც მთავარია პირველები ხომ ვიქნებით?!:)
თუმცა, როგორც ჩანს, ამ მხრივ არც ასე ადვილადაა საქმე, რადგან ქართველ ე.წ. სექს მუშაკებს, არალეგალურობის პირობებშიც კი გამოუჩნდათ კონკურენტები, რომ აღარაფერი ვთქვათ სხავდასხვა დახურულ დაწესეებულებაში დასაქმებულ უცხოელ ქალბატონებზე, ჩვენებს ისეთ გამოცდილ პროფესიონალებთან მოუწევთ შეჭიდება, როგორებიც ჩინელი ქალები არიან.

ცნობილია, რომ ჩინეთი სიყვარულის სამოთხედ და ჯანსაღი სექსის ქვეყნად ითვლება, თუ ჭკვიანი ჩინელი ქალის ქმარს პრობლემა აქვს პოტენციასთან, იგი მზრუნველად ურჩევს ქმარს მეძავს. თუმცა ეს არაა უბრალო მეძავი, არამედ მკურნალი მეძავი. ერთი თვე საკმარისია კაცმა ”დრაკონის შვილთან” გაატაროს, მას უბრუნდება პოტენცია და ქალის განაყოფიერების უნარი, ტავს კი ძლიერად და ჯანმრთელად გრძნობს(ყოველ შემთხვევაში ასე თვლიან ჩინელები.)
მკურნალი მეძავების პროფესია, ანუ როგორც მას ჩინეთში უწოდებენ “დრკონის შვილები”, ჯერ კიდევ X საუკუნეში გაჩნდა. ლეგენდის თანახმად ასეთმა მეძავმა, თავად იმპერატორიც კი მოარჩინა, მადლიერმა იმპერატორმა ბრძანა აეშენებინათ სკოლა, სადაც მსგავს პროფესიას სხვა ქალებიც დაეუფლებოდნენ, რათა მათ შესძლებოდათ მთელი ერის ჯანმრთელობაზე ეზრუნათ. დღემდე ამ პროფესიის წარმომადგენლები დიდ ფულსაც შოულობენ ჩინეთში და საზოგადოების პატივისცემითაც სარგებლობენ.


როგორც ჩანს, საქართველოში გადმობარგებულმა ჩინელებმა ქართველი ერის გაჯანსაღებაზეც დაიწყეს ზრუნვა. საკითხავია მათაც დაამთავრეს თუ არა სპეციალური სკოლა და არიან კი ნამდვილი “დრაკონის შვილები”? თუმცა ერთი რამ ცხადია, ჩინელებმა ალღო აუღეს ქართულ მოთხოვნას. ამიტომ გარდა “ჩინური მასაჟისა” რომელიც გარერეკლამაზეა მითითებული, სხვა დამატებით სერვისებსაც სთავაზობენ მომხმარებელს.
21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი თბილისური “ჩინური მასაჟის” თავისებურებებზე შემდეგ ისტორიას მიყვება:


“მეგობართან ერთად, განტვირთვის მიზნით წავედი ჩინური მასაჟის გასაკეთებლად. მასაჟის შემდეგ მეგობარმა იხუმრა სექსი არ შეიძლებაო? ჩინელმაც გაიგო, რადგან საერთაშორისო სიტყვაა, დათანხმდა და დამატებით გამოართვა 50 ლარი. მე თავი შევიკავე, მაგრამ ჩემმა მასაჟისტმა ჩინელმა თავად შემომთავაზა სხვა სახით, მოკლედ ყველა განსაკუთრებული ახირება დამატებით 50 ლარია. ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩენა იყო ჩემთვისაც, შეიძლება ბევრმაც იცის და სპეციალურად დადის ასეთ რელაქს-ცენტრებში, თუმცა მე მხოლოდ მასაჟის გასაკეთებლად მივედი. ნამდვილად არ ვიცი ნებისმიერთან თანხმდებიან თუ არა ინტიმურ ურთიერთობას, ან მსგავს დაწესებულებებში სხვაგანაც თუა დამატებითი სერვისები”.
თუმცა როგორც “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, “ ჩინური მასაჟის” ცენტრებს მომხმარებელი და მუდმივი კლიენტურა არც სხვა ადგილებში აკლია, რამდენიმე ადამიანის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ყველგან ფასები და სერვისი იდენტურია, სავარაუდოთ საქმე ქსელთან გვაქვს, სხვათაშორის დიდი სპა-ცენტრებისგან განსხვავებით შენიღბული “ბუნაგები” ქუჩიდან საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება.


...სანამ ჩინელები ქართველებს აჯანსაღებენ, სხვადასხვა არასამთავრობო თუ ფემინისტური ორგანიზაციები მუდმივად ითხოვენ პროსტიტუციის შესახებ ლიბერალური კანონის მიღებას, რადგან მუდმივად ირღვევა პროსტიტუციაში ჩაბმული ადამიანების უფლებები.


..სხვათაშორის, ცნობები და პირველი დოკუმენტური მასალა პროსტიტუციის შესახებ ჯერ კიდევ ხამურაბის კოდექსში გხვდება, სადაც საუბარია ორი სახის პროსტიტუციაზე, პირველი _ “ჩვეულებრივი” და მეორე სატაძრო პროსტიტუცია(ნადიტუ). აღსანიშნავია რომ რიგითი პროსტიტუტები იმ დროინდელ ცივილიზაციაში კანონით დაცულები იყვნენ, ხოლო სატაძრო პროსტიტუტის ღირსება გათხოვილი, ოჯახის ქალის დონეზე იდგა, რადგანაც ითვლებოდა რომ იგი წმინდა საქმეს ემსახურებოდა.
დღესდღეობით ბევრი მკვლევარი და ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ანტიკურ დროში პროსტიტუცია კომერციულ საქმიანობას არ წარმოადგენდა, პირიქით იგი პატრიარქალური კულტურისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობისა და პატივსცემის ნიშანი იყო.


...პროსტიტუცია უძველესი დროიდან ხან ლეგალიზებული იყო და ხანაც კრიმინალიზებული. პირველად სწორედ ანტიკურ საბერძნეთში მოხდა მისი ლეგალიზება და გადასახადების დაწესება, რასაც შემდეგ მოჰყვა ბორდელების (დიქტერიონი) გახსნა. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე რიგ ქვეყნებში მკაცრი სანქციები დაწესდა, რიგ ქვეყნაბში კი საერთოდ სახელმწიფო ხაზინის შევსების წყაროდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე ბევრი რელიგია, მათ შორის ქრისტიანობა მკაცრად უდგებოდა პროსტიტუციის საკითხს და არაერთი რელიგიური სასჯელი დაწესდა, ვერაფერმა აღმოფხვრა იგი. ნიშანდობლივია რომ ადრეულ ეპოქაშიც იყვნენ კაცი პროსტიტუტები და არც ესაა ახალი ხილი.


მაკა დეკანოსიძე



40
14996
33-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
14996
  
2016, 2 ივნისი, 15:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 30 სექტემბერი, 8:39
მე რატო გამომარტვეს 100 იბიო მატ.
2013, 15 ივნისი, 22:16
ამის მეტი საქმე და გასარჩEVI AღGVAQVშ QAღტველბს
ესეთი კარგი,იუმორით სავსე სტატია,ამ საიტზე კარგა ხანს არ წამიკიტხავს....წარმატებებს გისურვებთ მადამ...
2013, 3 ივნისი, 19:55
ევროპას ბევრი კარგი ტვისებებიაქვს მაგრამ რაც სიამოვნებ და ადვილია ის უფრო კარგად აიტვისეს კარ ტვისებების გადმოტანას ჭკუ უნდა და მაგდენს სად ქაჩავენ ესენი
2013, 1 მაისი, 12:26
უჰუ, გაიხარე ადამიანო... სწორი ხარ და ეგრეცა... თუ არ უნდათ კი არავინ დააძალებს წასვლას იმ ბორდელში ლეგალურიც, რომ იყოს ... არ გინდა და არ წახვალ ი ვსო ... თან ასე თუ ისე დდააავადებები ოდნავ მაინც გაკონტროლდება და იმის რისკი რომ მალე უკრაინას დავემსგავსოტ ნელნელა დაიწევს
2013, 30 აპრილი, 22:57
დდდ გამაცინე დდდ
2013, 7 მარტი, 2:36
ლიკე 100% ძვლივს საღად მოაზროვნე ადამიანი!!!
სექსზე ყოველტვის ხუმრობენ
2013, 4 თებერვალი, 0:50
აბა აბა რას გვიშვრება ეს მტავრობა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10