ნამცხვრები ფენოვანი ცომი 10 წუთში. დაჭრისა და ნამცხვრის გაფორმების რამდენიმე ხერხი 2016, 21 მარტი, 10:34 ამ ცომის მომზადება ძალიან მარტივია, შეიძლება, 10 წუთიც კი არ იყოს საჭირო… შედეგი კი დაუჯერებელია, რბილი და ამავდროულად ხრსშუნაა, აშრეებული და გემრიელი. ამასთან, ფენების გაკეთება საჭირო არ არის. გარდა ამისა, ის კარგად ინახება მაცივარში, რამდენიმე დღის მანძილზე, პოლიეთილენის პარკით ან სამზარეულოს აპკით (საყინულეში, უფრო დიდი ხნით). ქვემოთ მოცემული ინგრედიენტებით, გამოდის 4 თუნუქის ფირფიტის ხელა ფენა. ინგრედიენტები: მარგარინი (ოთახის ტემპერატურის) — 200 გრ. კვერცხის გული — 1 ცალი არაჟანი — 100 მლ. მარილი — 1 გრ. (1 მწიკვი) ფქვილი — 500 გრ. მომზადება: 1. თასში მოათავსეთ ფქვილი > შეურიეთ მარილი > დაჭერით მარგარინი პატარა ნაწილებად (ძალიან პატარა) > ფქვილში ისე ჩაყარეთ და მსუბუქად ამოავლეთ, რომ ეს ნაწილები, ერთმანეთს არ მიეწებოს (ამ პროცესზე არის დამოკიდებული, ფენოვანი ცომის ხარისხი. რაც უფრო წვრილად დაჭრით მარგარინს და კარგად ამოავლებთ ფქვილში, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ, ცხობის შემდეგ). 2. ხელით შეურიეთ ერთმანეთს მარგარინი და ფქვილი. იქამდე ზილეთ, ვიდრე ფხვიერ მასას არ მიიღებთ. 3. დაამატეთ კვერცხის გული და არაჟანი > მოზილეთ ცომი ხელით, იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. თუ ცომი წებოვანი იქნება, დაამატეთ ფქვილი. შედეთ ცომი მაცივარში, ცხობამდე 20-30 წთ-ით (შეგიძლიათ ერთ დღეს ცომი მოამზადოთ, მეორე დღეს, გამოაცხოთ). 4. მოამზადეთ გულსართი. მაგ., მოხარშული კრემი. გულსართად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ “ნუტელა", ნებისმიერი შოკოლადის კრემი ან თუნდაც, მხოლოდ შოკოლადის ფილა. 5. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან ნაწილ-ნაწილ. იმდენი, რამდენსაც იმ მომენტში გააბრტყელებთ და დაჭრით. დაჭრისა და გაფორმების ხერხები, ქვემოთ არის მოცემული. 6. თუნუქის ფირფიტაზე ფქვილი მოაფიფქეთ > დააწყეთ ნამცხვრები > გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. 9700 13-ს მოსწონს
|