საზოგადოება როგორ მიულოცეს ნინო ანანიაშვილს დაბადების დღე საბალეტო დასის წევრებმა 2016, 20 მარტი, 11:14 19 მარტი ქართველი-პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის დაბადების დღეა. ის უკვე 12 წელია, საქართველოშია და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს სათავეში უდგას. მისი ხელმძღვანელობით დაიდგა ორმოცდაათზე მეტი საბალეტო სპექტაკლი და მინიატურა. დღეს რეპერტუარში არის როგორც კლასიკური სპექტაკლების ახალი რედაქციები, ასევე ბალანჩინის, ეშტონის, ბურნონვილის, კილიანის ბალეტები. სწორედ მისი დამსახურებით გაიცნო მსოფლიომ ქართული საბალეტო დასი, რომელმაც არაერთი მოწონება დაიმსახურა. პრიმას დაბადების დღესთან დაკავშირებით, კოპენჰაგენში გამგზავრების წინ, თეატრის სამსახურებრივ შესასვლელთან, საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს დასის მსახიობებმა მოულოდნელი დღესასწაული მოუწყვეს და დაბადების დღე ფლეშმობით მიულოცეს. ეს თავად ქალბატონ ნინოსთვისაც მოულოდნელი იყო, რამაც ძალიან გაახარა. მოგვიანებით კი ამ სიურპრიზს სოციალურ ქსელ „ფეისბუქშიც“ გამოეხმაურა: „ყველას დიდი მადლობა კეთილი სურვილეისთვის!!!!! განსაკუთრებული მადლობა ბალეტის დასს ასეთი მოულოდნელი და ორიგინალური მოლოცვისათვის და პატივისცემისთვის. ხელახლა შევხედე თქვენი ფლეშმობის ვიდეოს და ისევ ცრემლები მომადგა. ვფიქრობ, ტყუილად არ გამიტარებია 12 წელი თქვენთან ერთად“. 244 4-ს მოსწონს
|