სხვა ყველაზე საშინელი ავკაცების ბავშვობის დროინდელი ფოტოები 2016, 20 მარტი, 10:44 რთულია გაიხსენო ის მომენტი, როდესაც ეს არაკაცები თავიანთ ამაზრზენ ჩანაფიქრს ანხორციელებდნენ. კიდევ უფრო რთულია წარმოიდგინო მათი ბავშვობა!თუმცა, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი დედამიწაზე, ჰიტლერიც იყო ბავშვი... და არა მარტო ჰიტლერი.
1-ადოფ ჰიტლერი-ერთ-ერთი ყველაზე პირსისხლიანი დიქტატორი მსოფლიო ისტორიაში. 2-ჩარლზ მენსონი-ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მკვლელი მსოფლიოში 3-სადამ ჰუსეინი-თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დიქტატორი.მის კისერზეა 200 000 ადამიანის მკვლელობა და წამება.მათ შორის ბავშვების და ქალების. 4-ტედ ბანდი-ამერიკელი სერიული მკვლელი, მანიაკი და ნეკროფილი.ბოროტების განსახიერება.მოკლა 36 ადამიანი, კიდევ გააგრძელებდა ელექტროსკამზე რომ არ დაესვათ. 5-ბენიტო მუსოლინი-ჰიტლერის მოკავშირე მეორე მსოფლიო ომის დროს, ადამიანი რომლის ხსენებაც დღესაც უდიდეს სიძულვილს იწვევს იტალიელ ხალხში...და არა მარტო იტალიელებში... 6-ოსამა ბინ ლადენი- პარამილიტარისტული და ტერორისტული ისლამური ორგანიზაციის "ალ-ქაიდას" დამაარსებელი და ლიდერი. თანამედროვე მსოფლიოს №1 ტერორისტი. 7-ჯეფრი დამერი-ცნობილი როგორც "მილოუკელი კანიბალი".მოკლა 17 მოზარდი.ყოველ მსხვერპლს აჭრიდა სხეულის ნაწილებს და სახლში მიჰქონდა. 8-სტალინი-ერთ-ერთი ყველაზე ავკაცი კაცობრიობის ისტორიაში.ბელადის პარანოიულ მოლანდებებს ასი ათასობით უდანაშაულო ადამიანი შეეწირა.მრავალმა მათგანმა გულაგის ბანაკებში დალია სული. 9-ჰაინრიხ ჰიმლერი-ჰიტლერის მარჯვენა ხელი.ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების იდეის ავტორი და შემქმნელი, სადაც 1, 1 მილიონ ადამიანს ამოხადეს სული. 10-ჯიმ ჯონსი-ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი რელიგიური ლიდერი მსოფლიო ისტორიაში, სექტა "Peoples Temple"(ხალხთა ტაძარი) შემქმნელი, მისი მეოხებით ჯორჯთაუნში 1978 წლის 18 ნოემბერს 918-მა სექტის წევრმა მასობრივი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 11-რიჩარდ რამირესი-სატანისტი, მოძალადე, მძარცველი და სერიული მკვლელი.მოკლა 14 ადამიანი. 12-კიმ ჩენ ირი -ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი."უზენაესი ლიდერი“, წოდებული აგრეთვე როგორც „ძვირფასი ლიდერი“, „ჩვენი მამა“, „გენერალი“ და „გენერალისიმუსი".შექმნა სასიკვდილო ბანაკი "უკმაყოფილო მოქალაქეებისთვის". 13-მაო ძედუნი-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი.1949 დან 1976 წლამდე განახორციელა დაახლოებით 70 მილიონი ადამიანის მკვლელობა. 14-ანდერს ბრეივიკი- 2011 წელს ბრეივიკმა მოკლა 77 ადამიანი.დანაღმა ავტომობილი.ამის გარდა განახორციელა მასობრივი მკვლელობა ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკში. 15 -ანდრეი ჩიკატილო-ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სერიული მკვლელი და მანიაკი საბჭოთა კავშირში. 1978 წლიდან 1990 წლამდე მან ოფიციალური მონაცემებით 53 ადამიანი მოკლა.მსხვერპლთა უმეტესობა მოზარდები იყო. 932 7-ს მოსწონს 1-ს არა
|