x
image
მოზამბიკელი
ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური განცხადება- " ახალაიებს სასულიერო პირების ფარული ჩანაწერები ჰქონდათ"
ირაკლი ოქრუაშვილი შიდა ქართლის რეგიონული ტელევიზიის "დია"-ს ეთერში

სკანდალურ განცხადებას აკეთებს, იგი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების

გავრცელების უკან ნაციონალურ მოძრაობას მოიაზრებს და ამბობს, რომ ქვეყანაში

არეულობა სწორედ მათ აწყობთ.


ჟურნალისტთან საუბრისას ირაკლი ოქრუაშვილი იხსენებს, რომ მისი ხელისუფლების

დროს ძმებმა ახალაიებმა, სააკაშვილს ორი სასულიერო პირის ფარული ჩანაწერის შესახებ

აუწყეს, მისი თქმით, ისინი ამ ჩანაწერებს სასულიერო პირების დაშანტაჟებისთვის

გამოიყენებდნენ.

ირაკლი ოქრუაშვილი: "ყველაფრის სათავე იყო მიხეილ სააკაშვილი, მისი გარყვნილი

ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მას უშუალოდ არ დაევალებინა ვინმესთვის, მაგრამ ნება დაერთო უთქმელად."

image
შეგახსენეთ, ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების დრო, მაღალ თანამდებობებს იკავებდა, 2007 წლის 25 სექტემბერს ოქრუაშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებში დაადანაშაულა, ის მიერ შექმნილი პარტიის — „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი.

ოქტომბერში მან უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და აღიარა დანაშაული, რის შემდეგაც 2007 წელს იძულებით იქნა დეპორტირებული საქართველოდან და ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლიდან, მოკლე ხანში ის საქართველოში

დაბრუნდა და დააპატიმრეს.

2013 წელს პოლიტიკურ დევნილად სცნეს, სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ამჟამად, ოქრუაშვილი "ქართული პარტიის" ლიდერია, იგი ახლახანს გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოსტზე დაინიშნა.



2
1080
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1080
  
2016, 19 მარტი, 18:52
ერთი ამას კითხეთ ვინმემ იმ 16 კაცის ასავალ დასავალი თუ იცის რომლებიც მისი გულისთვის აწამა მიშას მთავრობამ. ან ის ამბავი მოყვეს თავის ყოფილ მძღოლს ბინა რომ გაარემონტებინა და გამოაგდო იმ ბინიდან. ან ის მოყვეს ბენდელიანის ქუჩიდან "ხაზეიკამ" რატო გამოაგდო მთელი ოჯახი. შეგირცხვეს ნამუსი ოქრუაშვილო
0 1 2