საქართველო "ჩვენ გამოვიყვანთ ამ არსებას მზის შუქზე, გავაშიშვლებთ და ის იქნება 7 მილიარდიანი ფუღურო" 2016, 14 თებერვალი, 14:54 გუშინდელი დღის შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ციხისძირის ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მივიდა, ხეების გადატანის სამუშაოები ოფიციალურად შეჩერებულია, რადგან შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც ხეების გადატანის კანონიერ ნებართვას გულისხმობს, იქ შეკრებილ ადამიანებს არ წარმოუდგინეს. ამაზე განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრები აკეთებენ და თვლიან, რომ ხეების გადატანის სამუშაოების შეჩერება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, "პარტიზანი მებაღეების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ამ ოლიგარქის თავგასულობა, თუ ეს მოვახერხეთ აქ, ამას მოვახერხებთ ხვალ სხვაგანაც და საბოლოო ჯამში წერტილს დავუსვამთ მის უკანონო მმართველობას ოქტომბრის არჩევნებზე, “ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. ნაციონალური მოძარობის ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძს თქმით ისინი ოქტომბერში გაიფორმებენ საბოლო გამარჯვებას. “ჩვენ ერთი ეპიზოდი მოვიგეთ, ჩვენ მოვიგებთ ბრძოლას, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, ჩვენ გამოვიყვანთ ამ არსებას მზის შუქზე, გავაშიშვლებთ და ის იქნება 7 მილიარდიანი ფუღურო მხოლოდ და ოქტომბერში ჩვენ გავიფორმებთ საბოლოოდ გამარჯვებას, “ - აღნიშნა გივი თარგამაძემ. 81 4-ს მოსწონს
|