x
image
natia.a
როგორ ინარჩუნებენ ქალურობას ისრაელის ჯარში მყოფი გოგონები - უნიკალური ფოტოპროექტი
image
ნიუ-იორკში მოღვაწე ებრაელმა ფოტოგრაფმა, მაიან ტოლედანომ სამშობლოში მოგზაურობისას გადაიღო ისრაელის არმიაში მომსახურე გოგოების ფოტოების საკმაოდ ინტიმური სერია. ამით ფოტოგრაფს სურდა საკუთარი ახალგაზრდობა გაეხსენებინა - დრო, როცა თავადაც მსახურობდა ჯარში და მოკლებული იყო "ქალურობის" თითქმის ყველა კულტურულ სიმბოლოს.


ისრაელის არმიაში სამსახურის პერიოდში გოგონებში "სქესის" და პიროვნების განმასხვავებელი ყოველგვარი ნიშანი დროებით უნდა წაიშალოს - აქ წინა პლანზე მხოლოდ ეროვნული იდენტობა დგას.


მაიანს დღემდე ახსოვს, როგორ ეშინოდა, რომ სამხედრო ფორმა გაანადგურებდა იმ დროს ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ მის ქალურობას.
imageimage

მაიან ტოლედანოს ფოტოსერიაში ნათლად ჩანს, რომ ამგვარი შიში უსაფუძვლოა და ახალგაზრდა გოგონებს, მიუხედავად უნიფორმისა, მშვენივრად გამოსდით ეროვნული იდენტობის მიღმა ქალური მომხიბვლელობის შენარჩუნება. ჯარისკაცის ფორმის უხეში ქსოვილის ქვეშ გამოკვეთილი ინდივიდუალობა იკვეთება. ისინი არმიაშიც კი ცდილობენ შემოქმედებით გზას დაადგნენ და ირჩევენ ისეთ სპეციალობებს, როგორიცაა ჟურნალისტიკა, რეჟისურა ან განათლება. გოგონები ყურადღებით არჩევენ ფორმას, ფეხსაცმელს, მაისურებს და თითქმის შეუმჩნევენ აქსესუარებასც არ ივიწყებენ.


imageimageimage

რა თქმა უნდა პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ მაიას ფოტოებზე ასახული ახალგაზრდა ქალების, მოჩვენებითი ერთფეროვნების მიღმა მათი დამოუკიდებლობა იკვეთება. ეს იძულებითი მოწყენილობა და გულგრილობა, რომელიც მათგან მომდინარეობს ძალაობისა და გენდერული საზღვრების წაშლის წინააღმდეგ პროტესტის ერთგვარი ხერხია.


imageimageimageimageimageimageimageimage









0
1659
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0