x
image
ვიზა კოხაძე
XVI საუკუნის შვედი მეფის ბრინჯაოს სკიპტრა და გვირგვინი ნაგვის ტომრებში აღმოაჩინეს

imageშვედეთის პოლიციამ ძალზედ უჩვეულო განძს მიაგნო.ცენტრალური შვედეთის ტრასაზე ნაგვის ტომრებში აღმოაჩინეს სამეფო სკიპტრა და გვირგვინი, რომლებიც შვედეთის მეთექვსმეტე საუკუნის მონარქს მეფე იოჰან III - ს ეკუთვნოდა.სამეფო რელიქვათა ადგილმდებარეობა უცნობმა პირმა შეატყობინა ადგილობრივ პოლიციას. ამ უკანასკნელთ კი ისღა დარჩენოდათ ანონიმური ზარის ავტორს დამორჩილებოდნენ, მისულიყვნენ მითითებულ მისამართზე და წამოეღოთ ეს ისტორიული განძი.

ბრინჯაოს სკიპტრა და გვირგვინი, რომელიც ვერცხლის მოჭედილობითაა შესრულებული, XVI საუკუნის ჰოლანდიელი ოსტატის მიერ არის შესრულებული. როგორც წყარო წერს, მოპარული სამეფო რეგალიები ინახებოდა მეფე ერიკ XIV - ის ( რომელიც მონარქ იუჰან III - ის ნახევარძმაა) სამაროვანში, ქალაქ ვესტეროსში.ისტორიული ფასეულობისა და მონარქთა სამეფო რეგალიების გაუჩინარების ამბავმა შეძრა ადგილობრივები და ყველა ერთდროულად დაირაზმა ბოროტმოქმედთა დასაჭერად.როგორც წყარო წერს, ყველა ძალოვანი სტუქტურა მობილიზებულია ქურდების დასაჭერად.იმავე წყარო წერს, რომ სავარაუდოდ ამ ისტორიული განძის მომპარავებს ციხის და დაჭერის შეეშინდათ და ამიტომ გადაწყვიტეს სახელმწიფოსთვის დაებრუნებინათ ეს შეუფასებელი სამეფო რეგალიები.image

0
152
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0