სხვა მოკლე იგავები ღრმა აზრით 2016, 18 მარტი, 10:44 ერთმა ბრძენმა მკურნალმა თქვა: – ადამიანისთვის ყველაზე კარგი წამალი, სიყვარული და მზრუნველობა არის... ვიღაცა ჩაეკითხა: – და თუ არ უშველა? – მაშინ დოზა უნდა გაადიდოთ – უპასუხა მკურნალმა. ლამაზ ქალს მამაკაცი აედევნა. – რატომ დამდევ? – ჰკითხა ქალმა. – დაგინახე თუ არა, შემიყვარდი – უპასუხა კაცმა. – ჩემი უმცროსი და, რომელიც ჩემს წინ მიდის, ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე მე. კაცი გაიქცა და მის დას შეხედა. ის ისეთი ლამაზი არ აღმოჩნდა, როგორც და ამბონდა და კაცი ისევ პირველ ქალთან დაბრუნდა. – რატომ მომატყუე, შენი და სულაც არ არის ლამაზი? – შენ რატომ მომატყუე, თუ გიყვარდი, სხვის სანახავად რატომ გაიქეცი? – კითხვაზე კითხვით უპასუხა ქალმა. ერთ ბრძენს ჰკითხეს: – რატომ არის, რომ ღარიბები უფრო გულისხმიერები და ნაკლებად ძუნწები არიან, ვიდრე მდიდრები? – გაიხედე ფანჯარაში, რას ხედავ? – უთხრა ბრძენმა. – ბავშვები თამაშობენ ეზოში. – ეხლა კი, სარკეში ჩაიხედე. რას ხედავ? – საკუთარ თავს. – აი ხედავ? ფანჯარა და სარკე მინის არის, მაგრამ საკმარისია ცოტა ვერცხლი დაუმატო, და მხოლოდ საკუთარ თავს დაინახავ... ერთხელ ბრძენს ჰკითხეს, თუ რა ანცვიფრებს, ყველაზე მეტად და მან უპასუხა: «ადამიანი... თავდაპირველად, ის საკუთარ ჯანმრთელობას წირავს, რომ ფული გამოიმუშაოს. შემდეგ, ფულს ჯანმრთელობის აღდგენაში ხარჯავს. ამასთან, ის იმდენად ნერვიულობს თავის მომავალზე, რომ არასდროს იღებს სიამოვნებას აწმყოში. ამის გამო, ის ვერ ახერხებს ნორმალურ ცხოვრებას, ვერც აწმყოში და ვერც მომავალში. ის ისე ცხოვრობს, თითქოს არასოდეს მოკვდება, ხოლო სიკვდილის წინ, ნანობს, რომ არასდროს უცხოვრია. ძალიან მინდა, ყველას შევახსენო, რომ ცხოვრება ჩვენგან ისე სწრაფად მიდის, თითქოს ჩვენთან ყოფნა არ აინტერესებს. ბატონებო! იცხოვრეთ დღევანდელი დღით, რადგან გუშინდელი დღე უკვე აღარ არის, ხოლო ხვალინდელი დღე, შეიძლება აღარც დადგეს. იცოდეთ, რომ დღევანდელი დღე, ყველაზე კარგი დღე არის, თქვენს ცხოვრებაში!» ერთხელ თაგვმა შეამჩნია, რომ ფერმერმა, ფერმაში, სათაგური დადო. ბრძენ კაცს ჰკითხეს, თუ რამდენნაირი მეგობრები არსებობენ? ერთი ოჯახური წყვილი, ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. დილით, ახლად გაღვიძებულმა, ცოლმა ფანჯარაში გაიხედა და დაინახა მეზობელი, რომელიც თეთრეულს ფენდა. «მე და ჩემი ქმარი ვიდექით კაფეში და ყავას ვსვავდით. ქმარი ახალგაზრდა და ლამაზი იყო და მე ის მიყვარდა. მეცვა ძველი პალტო, რომელიც სიცოცხლეს მიმწარებდა. მე არასრულფასოვნების კომპლექსით ვიტანჯებოდი და მეზიზღებოდა ეს პალტო, რომელიც არ მათბობდა და მხოლოდ მამახინჯებდა. ყავა იაფფასიანი და უგემური იყო. და მე ვოცნებობდი, რომ ოდესმე, ჩვენ გემრიელ ყავას დავლევდით, კარგ რესტორანში და მე ვიქნებოდი მოდურად ჩაცმული. ამ დროს, ქმარი, გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა, მე მას ვუყვარდი და არ იცოდა, რაზე ვფიქრობდი... ის ახალგაზრდა იყო, როდესაც დაიღუპა, ხოლო მე დავრჩი. მას შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში, ბევრი ყავა და კაფე იყო და ბევრი მოდური პალტო, ის კი, არ იყო. მე ხშირად ვიხსენებ იმ ეპიზოდს, როდესაც ყველაფერი მქონდა, მე კი ამის შესახებ არ ვიცოდი. » ფერიამ მეუღლეებს უთხრა:თქვენ მშვენიერი წყვილი იყავით 25 წლის მანძილზე და მე მინდა თითოეულ თქვენგანს, ერთი სურვილი შევუსრულო. ცოლმა თქვა: – მე მოგზაურობა მინდა მსოფლიოს გარშემო, ჩემს საყვარელ ქმართან ერთად. ფერიამ ჯოხი აიქნია და ქალის ხელში, მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობის საგზური გაჩნსა. და ამ დროს, მისმა 50 წლის ქმარმა თქვა: – რა თქმა უნდა, ეს ძალიან რომანტიკული არის. მაგრამ, ასეთ შესაძლებლობა, ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა. ვწუხვარ, ჩემო ძვირფასო, მაგრამ მე, ჩემზე 30 წლით ახალგაზრდა ქალი მინდა. ისევ აიქნია ფერიამ ჯადოსნური ჯოხი და... კაცი 80 წლის მოხუცად გადააქცია. 1181 10-ს მოსწონს
|