საზოგადოება ასე გამოიყურება დღეს იოსებ სტალინის 43 წლის შვილიშვილი 2016, 16 მარტი, 14:38 აი, ასე გამოიყურება კრის ევანსი (ოლგა პიტერსი), იოსებ ბესარიონის ძე სტალინის 43 წლის შვილიშვილი, მცხოვრები აშშ-ში, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში.
კრისის დედა, სვეტლანა ალილუევა, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის და ნადეჟდა ალილუევას ქალიშვილი გახლდათ. 1966 წელს სვეტლანამ დროებითი თავშესაფარი სთხოვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, სადაც დარჩა კიდეც საცხოვრებლად, შეიცვალა გვარი - გადავიდა ქმრის გვარზე და დაირქვა ლანა პიტერსი. ამ ფოტოზე სვეტლანა ალილუევა ქალიშვილთან-კრისთან (დაბადების სახელი ოლგა) ერთადაა გადაღებული. 1982 წელს სვეტლანა აშშ-იდან საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯში გადავიდა, ამერიკაში დაბადებული ქალიშვილი ოლგა (კრისი) კვაკერების სკოლაში მიაბარა, თავად კი მოგზაურობა დაიწყო და თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა. საბჭოთა კავშირში დადიოდა ჭორები, რომ სტალინის ცოლი, ნადეჟდა ალილუევა აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა და საყვარლებს საყვარლებზე იცვლიდა. როცა მან გაიგო, რომ ქმარმა ყველაფერი იცოდა მისი თავგადასავლების შესახებ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ნადეჟდა ალილუევას დასაფლავებაზე მიცვალებულის მისამართით სტალინმა ხმამაღლა წარმოთქვა: "მოღალატე". არც სვეტლანა ალილუევა გამოირჩეოდა უმწიკვლო და წესიერი საქციელით. 16 წლის სვეტლანამ ქალწულობა მოსკოველ ლუსიასთან დაკარგა. როცა სტალინს ამის შესახებ შეატყობინეს, ყოველთვის მშვიდი და მზრუნველი მამა ისე განრისხდა, რომ სასტიკად სცემა ქალიშვილი, თუმცა ამან მას ჭკუა მაინც ვერ ასწავლა. მოგვიანებით გამოცემულ მემუარებში სვეტლანა წერდა, რომ მას სძულდა ბრძენი და გაწონასწორებული მამა და გული მუდამ კრიმინალების, ნაძირლებისა და ნარკომანებისკენ მიუწევდა. ის აჩენდა შვილებს სხვადასხვა მამაკაცისაგან და ბედის ანაბარად აგდებდა მათ, ხელსახოცებივით იცვლიდა საყვარლებს და სულაც არ ადარდებდა, რას იტყოდა მასზე ხალხი. ეს კი, როგორც ვთქვით, კრის ევანსია, სტალინის ღვიძლი შვილიშვილი პორტლენდიდან... p.s. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ბელადი, რომელიც უზარმაზარ სახელმწიფოს მართავდა და მთელ მსოფლიოს შიშის ზარს სცემდა, ძალიან სუსტი იყო ოჯახურ ცხოვრებაში, თუმცა რას გავიგებთ, ეს ალბათ დიდი ადამიანების ხვედრია. 3523 15-ს მოსწონს
|