x
image
hamunaptra1990
ინგა გრიგოლიას განცხადება - "მაქვს სექსი და ვაპირებ, ასე გავაგრძელო ჩემი ცხოვრება"
imageდღეს გავრცელდა, ახალი ინფორმაცია. ინგა გრიგოლიას ემუქრებიან პირადი ცხოვრების გასაჯაროებით, თუ ის არ დატოვებს ქვეყანას. ამის შესახებ, გრიგოლიამ გააკეთა საჯარო განცხადება, პირველი არხის პირდაპირ ეთერში:

"- გამარჯობათ ჩემო მეგობრებო, გამარჯობათ ჩემო მაყურებლებო. ვინც იცით და ვინც ჯერ კიდევ არ იცით, დღეს მორიგი ვიდეო გავრცელდა, რომლითაც სხვებთან ერთად, ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი, ფარული კადრების გასაჯაროებით დამემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ.

- მოგესალმებით ყველას ვინც ბოლო ორ ათწლეულზე მეტია მიყურებთ და მისმენთ, მიუხედავად იმისა მოგწონთ თუ არა ის, რასაც ამდენია წელია ვაკეთებ.

- მოგესალმებით თქვენც, ვისაც ასე ძალიან გინდათ, რომ მე ახლა აქ არ ვიჯდე.


- მოგესალმები შენ! ვისაც ასე ძალიან გინდა, რომ შანტაჟის შიშით, ქვეყანა დავტოვო და ჩემს საქმეზე უარი ვთქვა. იმიტომ, რომ შენ კომფორტულად იგრძნო თავი.

მე ინგა ვარ, გრიგოლია, ქალი, შვილი, დედა და მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება.."


0
190
4-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0