საქართველო თენგიზ კიტოვანი საქართველოში დაბრუნდა 2012, 22 დეკემბერი, 9:54 თენგიზ კიტოვანი საქართველოში დაბრუნდა. როგორ იცით იგი სამხედრო საბჭოს წევრი იყო. კიტოვანს, როგორც თვითონ აღნიშნა, რაიმე კონკრეტული ბრალდებები არ აქვს წაყენებული. იგი თვლის, რომ არანაირი დანაშაული მას არ აქვს ჩადენილი, მაგრამ მას არ მისცეს საქართველოს პასპორტი და გადახდილი თანხაც არ დაუბრუნეს უკან. ბატონმა კიტოვანმა ასევე აღნიშნა, რომ ის იყო პირველი, რომელიც ამბობდა, რომ ზურაბ ჟვანია არ იყო მოწამლული გაზით, არამედ იგი იყო მოკლული. სააკაშვილის მთავრობას კი გათავხედებულები უწოდა, რომლებიც არასწორად იქცეოდნენ და რომ მხოლოდ ჟვანია არ იყო მოკლული, არამედ კიდევ ბევრი ხალხია დახოცილიო. მან ეს ინტერვიუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტელეკომპანია „მე-9 არხ"-ს მისცა. 49 4-ს მოსწონს
|