x
image
hamunaptra1990
ვარ მე ლევან მაისურაძე?!

image


„ვარ მე ლევან მაისურაძე?!“-ასე შეუბრუნა კითხვა დაკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომელთაც აინტერესებდათ თუ საიდან გაჩნდა პასპორტი, რომლის ფოტოზეც ვანო მერაბიშვილი იყო, ხოლო პიროვნება-ლევან მაისურაძე.

image

როგორც იცით ბატონი მერაბიშვილი, გუშინ იმყოფებოდა დაკითხვაზე, სადაც იგი ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. დაკითხვა მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველ შენობაში, ორთაჭალაში. დაკითხვიდან გამოსულმა მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ იგი დაკითხვაზე პირველად იმყოფებოდა და მზად იყო ყველანაირ კითხვაზე პასუხის გასაცემად. მან ასევე მიმართა საქართველოს ამჟამინდელ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას, რომ დაჭერებით და დაკითხვებით მას და მის გუნდს ვერ შეაშინებენ და ისინი კვლავ გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს კეთილდღეობისთვის.





0
1042
10-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
1042
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0