x
image
მანჩო 777
ნაიარევები და ნაოჭები: თეთრეულის ბრენდმა Aerie უარი თქვა სარეკლამო ფოტოსურათების რეტუშირებაზე
მსოფლიო სილამაზის ახალი სტანდარტებისათვის იბრძვის: პოდიუმზე სულ უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ plus size მოდელებს, ხოლო პრიალა ჟურნალების გარეკანებს ფუმფულაფორმებიანი ქალები ამშვენებენ. როგორც ჩანს, ნორმალური, ქალური სხეული არამარტო ნელ-ნელა ამაღლებს გოგონების თვითშეფასების კრიტერიუმებს, არამედ შესანიშნავი კომერციული მოგებაც მოაქვს.


image


თეთრეულის მარკამ Aerie გასულ, 2015 წელს არამარტო უარი თქვა სარეკლამო ფოტოების რეტუშირებაზე, არამედ სულ უფრო ხშირად დაიწყო ფორმებიანი ლამაზმანების გადაღება ჟურნალების გარეკანებისათვის. აღმოჩნდა, რომ ბუნებრიობამ და ფოტოშოფზე უარის თქმამ კეთილსასურველი გავლენა მოახდინა ბრენდის მარკეტინგზე: ისედაც პოპულარული თეთრეულის გაყიდვების რაოდენობამ ფანტასტიურად იმატა.


imageimage
მარკის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ქალი უნდა იყო ქალური და არ შეიძლება ჩაციკვლა რაიმე განსაზღვრულ სტანდარტებსა და სტერეოტიპებზე.


"ჩვენა არაფრის რეტუშირებას არ ვახდენთ: ვტოვებთ ნაიარევებს და ტატუირებას, ნაოჭებსა და ნაკეცებს. როგორც გამოიყურება ქალი რეალურად, სწორედ ისე გამოიყურებიან ისინი ჩვენს სარეკლამო კომპანიაში. ჩვენი მიზანია, თითოეულ ქალბატონამდე დავიყვანოთ ის აზრი, რომ სილამაზეს დამუშავება სულაც არ სჭირდება. ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდა ქალებს იპოვონ თავიანთი უნიკალური სტილი და თავი იგრძნონ თვითდაჯერებულად", - ამბობს კომპანიის პრეზიდენტი ჯენიფერ ფოილი.


imageimage
2015 წელს კომპანიის პროდუქციის გაყიდვების რაოდენობამ ერთი მეოთხედით მოიმატა და როგორც ჩანს, ეს სულაც არა ზღვარი. მას შემდეგ, რაც ბრენდმა თავისი კონცეპცია შეცვალა და სარეკლამო კომპანიაში "ნორმალური გოგონების" გადაღება დაიწყო, მოგებამ სტაბილურად დაიწყო ზრდა.


imageimageimageimageimage




1
650
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
650
  
2016, 14 მარტი, 1:02
გენაცვალეთ
0 1 1