x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ! პატარა ხრიკები, რომლებიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

image

image

თუ შემთხვევით, ხელები წებო "მომენტით" დაისვარეთ, მისი მოცილება მარგარინით შეიძლება. ამისათვის, წაისვით მარგარინი დასვრილ ადგილზე და მოიცადეთ რამოდენიმე წუთი.


თუ გინდათ, რომ სახლში სასიამოვნო სუნი იდგეს, მოათავსეთ ლიმონის ქერქი წყალში და რამოდენიმე წუთი ხარშეთ.


ონკანიდან ნადების მოცილება, თბილი ძმრით არის შესაძლებელი.

იმისთვის რომ, ადუღების დროს, რძე არ "გაგექცეთ", ქვაბის შიდა კიდეს კარაქი ან ცხიმი წაუსვით.


თუ ბოსტნეულის სუპს აკეთებთ, ბოსტნეული ცივ წყალში უნდა მოხარშოთ, ხოლო თუ ბოსტნეულის მოხარშვა გინდათ, ჯერ წყალი უნდა აადუღოთ და შემდეგ მოათავსოთ მოსახარში ბოსტნეული ქვაბში.


ახალ კარტოფილს კანი ადვილად რომ მოსცილდეს, გასუფთავების წინ, მარილიან ცივ წყალში უნდა მოათავსოთ.


კარტოფილს შეწვის დროს, მარილი სულ ბოლის უნდა მოაყაროთ, ცეცხლის გათიშვის წინ.


ლობიო და ბარდა სწრაფად რომ მოიხარშოს, მოხარშვის წინ, ღამის მანძილზე, ცივ წყალში უნდა დაალბოთ.


კარტოფილი ხარშვის დროს რომ არ ჩაიშალოს, მარილიან წყალში უნდა მოხარშოთ და რამდენიმე წვეთი ძმარი დაამატოთ.


ხარშვის დროს, ჭარხალმა ფერი რომ არ დაკარგოს, წყალში შაქარი და ვაშლის ძმარი უნდა ჩაამატოთ.


ბოსტნეულის მოხარშვა, ყველა წესის დაცვით:
1. სახურავი მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული ქვაბზე.
2. ხარშვის დროს, არ შეიძლება ბოსტნეულის ჩაჩხვლეტა.
3. მოხარშული ბოსტნეული მაშინვე უნდა ამოიღოთ ნახარშიდან.
4. ხარშვის დროს, წყალში ცოტა ლიმონის წვენის ჩამატება არის საჭირო.


პური უფრო ხანგრძლივი დროით რომ შეინახოს, საპურეში ვაშლის ნაჭერი ან ცოტა მარილი (პატარა ღია სამარილით) მოათავსეთ.


თაფლის არჩევის წესები:
1. აიღეთ ჩხირი, ჩააწეთ თაფლში და შეეცადეთ ის ჩხირზე დაახვიოთ, თუ არ დაეხვევა, ე. ი. თაფლი ნამდვილი არ არის.
2. თაფლი თითებს შორის უნდა მოსრისოთ. თუ ცოტა ხნის შემდეგ, თითები ერთმანეთზე აღარ მიგეწებებათ, ე. ი. თაფლში შაქარი არის გარეული.
3. ერთი წვეთი თაფლი დაისხით ფრჩხილზე, თუ თაფლი ნამდვილია, ის ფრჩხილიდან არ გადმოიქცევა.

image

მაცივრის და სამზარეულოს თაროებს გამჭვირვალე აპკი გადააკარით და გაწმენდა აღარ დასჭირდება. მორიგი დალაგების დროს, უბრალოდ აპკი გამოცვალეთ.

image

თუ გინდათ, რომ მაცივარში სუნი არ იყოს, მოათავსეთ მასში აქტივიზირებული ნახშირის აბები.

image

ჩაის ლაქები ჭიქას რომ მოაცილოთ, მასში ყავა ჩაასხით და 1 ღამით გააჩერეთ. დილით ცივი წყალი გადაავლეთ.

image

ჟანგის მოცილება ყველა სახის ზედაპირიდან.

image

150 მლ. ხსნარის მოსამზადებლად:

1. აიღეთ 0, 5 ლ. ქილა.
2. კარგად გაამშრალეთ, რომ წყალი არ შეყვეს;
3. გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები;
4. ჩაასხით ქილაში 100 მლ. ნიშადურის სპირტი (აფთიაქში იყიდება);
5. სპირტს, მცირე ნაკადით, დაამატეთ 50 მლ. წყალბადის პეროქსიდი (აფთიაქში იყიდება);
6. ქილა დააჯანჯღარეთ, რომ ნივთიერებები ერთმანეთს შეერიოს;
7. ნაზავი სუფთა ქსოვილზე მოათავსეთ;
8. დაამუშავეთ ის ადგილები, სადაც ჟანგის ნადები არის;
9. გააჩერეთ 10-15 წუთი და გამდინარე წყლით ჩარეცხეთ.

5
1733
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1733
  
2016, 21 მარტი, 18:00
ასე უკეთესია
2016, 21 მარტი, 17:25
თუ სუპს აკეთებთ, ანუ ბოსტნეულის ბულიონს ამზადებთ, ბოსტნეყლი წყალში თავიდანვე უნდა მოათავსოთ და ისე დადგად ცეცხლზე, ხოლო თუ მაგ., ვინეგრეტის ან ნებისმიერი სხვა სალათის მომზადება გინდათ, წყალი ჯერ უნდა აადუღოთ და ამის შემდეგ ჩადოთ ქვაბში ბოსტნეული.
პირველ შემთხვევაში, გემრიელი იქნება ბულიონი, მეორე შემთხვევაში – ბოსტნეული.
2016, 21 მარტი, 16:31
თუ ბოსტნეულის სუპს აკეთებთ, ბოსტნეული ცივ წყალში უნდა მოხარშოთ, ხოლო თუ ბოსტნეულის მოხარშვა გინდათ, ჯერ წყალი უნდა აადუღოთ და შემდეგ მოათავსოთ მოსახარში ბოსტნეული ქვაბში

გამიშიფრეთ
2016, 21 მარტი, 15:02
კარგია
0 1 5