მუსიკა მუსიკალური ჟანრების ძირითადი მიმართულებები და მათი ტიპიური ნიმუშები 2016, 11 მარტი, 14:01 1-ფოლკლორული მუსიკა-ხალხური ხელოვნება, ძირითადად ზეპირი, ერის კოლექტიური ნამუშევარი, რომელიც გამოხატავს მათ ცხოვრებას, რწმენას, იდეალებს და პრინციპებს.ხალხური მუსიკა უნდა განვიხილოთ, როგორც ერის სოციალურ-ისტორიული ფორმირებება, იგი უნდა ჩაითვალოს არა მხოლოდ როგორც კომპონენტი ხალხური ხელოვნებისა, არამედ როგორც მუსიკალური ხელოვნების ფესვები.ხალხური მუსიკა იქმნება როგორც ნაციონალურ ინსტრუმენტებზე, ასევე წმინა ვოკალური თვალსაზრისიდაც.ფოლკლორული მუსიკა დღეს შერწყმულია აბსოლუტურად ყველა სხვა მუსიკალურ ჟანრთან. 2-ბლუზი და რიტმ-ენდ-ბლუზი -მუსიკის ფორმა და მუსიკალური ჟანრი, წარმოშობილი აფრო-ამერიკულ გაერთიანებებში, კერძოდ - აშშ-ს სამხრეთით, XIX საუკუნის ბოლოს. წარმოიშვა სპირიჩუელებიც, სამუშაო სიმღერების, გალობებისა და სხვა მუსიკალური ფორმებისგან. მოგვიანებით ასევე შერეული იქნა სხვა ჟანრებთან, რომელთა შორის აღსანიშნავია ჯაზი, რიტმ ენდ ბლუზი და როკ-ენ-როლი.ბლუზის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი პირველი შემსრულებლები აფროამერიკელები იყვნენ. ამიტომ მას ხანდახან შავკანიანების ფოლკ მუსიკასაც უწოდებენ.გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოდან ტერმინი რიტმ-ენდ-ბლუზი გახდა ჟანრის ოფიციალური მარკეტინგული ტერმინი. 3-ჯაზი-ორიგინალური ამერიკული მუსიკალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა; ეფუძნება დასავლეთის მუსიკალურ ტექნიკასა და თეორიას და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, რეგულარული მეტრული პულსაცია, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირად „ამერიკის კლასიკურ მუსიკად“ მოიხსენიებენ. 4-ქანთრი — ამერიკული ხალხური მუსიკის მიმდინარეობა აშშ–ის სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთის შტატების მოსახლეობაში. ქანთრი ამერიკული მუსიკის ჟანრია, რომელიც ამერიკული ფოლკლორის ორ მიმართულებას აერთიანებს, და რომელიც წარმოიშვა XX საუკუნის ოციან წლებში სამხრეთის შტატებში. ის “ახალ სამყაროში, ” მე-17-მე-18 საუკუნეებში დასახლებული ახალმოსახლეების და “ველური დასავლეთის” კოვბოების მუსიკაა. მას საფუძვლად უდევს ფოლკლორული მუსიკა, გოსპელი და ანგლო-კელტური მუსიკა.მუსიკა ევროპულ, უფრო მეტად, შოტლანდიურ-ირლანდიური ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. ქანთრი ძირითადად შეიცავს ბალადებსა და საცეკვაო ტონებს, ძირითადად მარტივ ფორმებს რომლებიც დგება სახვადასხვა ინსტრუმენტის შეთანხმებული მოქმედებით, ძირითადად ესაა ტრადიციული სიმებიანი საკრავები როგორიცაა: აკუსტიკური გიტარა, ბანჯო, ფიდლი და სხვა, ასევე ქანთრის ძირითად ინსტრუმენტთა შორის უმთავრესია ჰარმონიკა. 5-ეისიდ-ჯაზი- მუსიკალური ჟანრია, რომელიც აერთიანებს ჯაზურ გავლენას სოულის, ფანკის, დისკოსა და ასევე 90-იანების ინგლისური საცეკვაო მუსიკის ელემენტებს, განსაკუთრებით კი განმეორებად რითმსა და მოდალურ ჰარმონიას. ეს ჟანრი 1980-90-იან წლებში განვითარდა, მალევე გადალახა ჯაზ-ფუჟენის ზღვარი და ახალ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა. 6-ჯაზ-ფიუჟენი- როკ-მუსიკის ჟანრის შერეული ქვეჟანრი, რომელიც წარმოიშვა 1960-იან წლებში, ჯაზისა და სხვადასხვა მუსიკალური სტილის აღრევით. იგი შეიცავდა ფანკისა დარ’ნ’ბ-ის ელემენტებს და მოგვიანებით დაემატა ელექტრონული ინსტრუმენტები. ჯაზ-ფიუჟენი ხშირად ჟღერდა ამა თუ იმ მუსიკოსის ჩანაწერებში, რომლებიც გამოირჩეოდა იმპროვიზაციით. 7-კლასიკური მუსიკა-მუსიკის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა დასავლურ ლიტურგიულ და საერო მუსიკაზე დაფუძნებით. მისი განვითარების პერიოდი მოიცავს დაახლოებით ცხრა საუკუნეს. XI საუკუნიდან - დღემდე.მუსიკის ამ ტიპის ძირითადი ტრადიციები ჩამოყალიბდა 1550-1900 წლებში. ტერმინი „კლასიკური მუსიკა“ გამოჩნდა მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, რაც მიზნად ისახავდა იოჰან სებასტიან ბახიდან მოყოლებული ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ჩათვლით არსებული ტრადიციების კანონიზებას. ტერმინი პირველად ნახსენებია ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში.ინსტრუმენტები, რომლებიც კლასიკური მუსიკაში გამოიყენება, ძირითადად XIX საუკუნის შუა ხანებში გამოჩნდა.ესენია:ვიოლინო, ალტი, ვიოლენჩელო, კონტრაბასი.სიმფონიურ ორკესტრში გამოიყენება, კიდევ ფლეიტა, ფაგოტი, კლარნეტი, ვალტორნა და სხვა...დასარტყამი ინსტრუმენტი დაფდაფია.ხოლო სოლო ძირითადად ფორტეპიანოზე და ორღანზე სრულდება. 8-ლათინო-ეს უფრო პირობითი ტერმინია, რომელიც ამ ბოლო ხანებში დამკვიდრდა და მიუთითებს კოინკრეტული მომღერლის ან მუსიკოსის ლათინოამერიკულ და კარიბულ მოტივებს(ბოსა, რუმბა, ტანგო, სამბა და ა.შ.) 9-პოპ მუსიკა-რომელსაც ხშირად უბრალოდ პოპს უწოდებენ, არის თანამედროვე მუსიკა და პოპულარული მუსიკის (კლასიკური ან სერიოზული მუსიკისა და ხალხური მუსიკისგან განსხვავებით) ერთგვარი ტიპია. ეს ტერმინი კონკრეტულად ერთ ჟანრს ან ჟღერადობას არ გულისხმობს და მას სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა აქვს, დროისა და ადგილის მიხედვით.პოპ მუსიკაში შესაძლოა შევხვდეთ ნებისმიერი ჟანრის ელემენტებს. ტერმინს "პოპ-მუსიკა" ხშირად განასხვავებენ სხვა ქვეჟანრებისგან ისეთი სტილისტური თავისებურებების მიხედვით, როგორიცაა საცეკვაო რიტმი ან ბითი, უბრალო მელოდიები და განმეორებადი სტრუქტურა. პოპ სიმღერის ტექსტი ხშირად ემოციურია და როგორც წესი, უკავშირდება სიყვარულის, გრძნობების ან ცეკვის თემებს. 10-სოული- კომბინაციაა რითმ-ენდ-ბლიუზისა და გოსპელის, რომელიც გვიანდელ 1950-იანებში ჩაისახა აშშ-ში. თავად რითმ-ენდ-ბლიუზი (ტერმინი პირველად გამოიყენა მწერალმა და პროდიუსერმა ჯერი ვექსლერმა) კომბინაციაა ბლუზისა და ჯაზის და წამოვიდა 1940-იან წლებში მცირე ჯგუფებისგან, რომლებიც საქსოფონზე უკრავდნენ ბლიუზის ტრადიციების გავლენით. სოულისთვის დამახასიათებელია გოსპელის ინსტრუმენტების გამოყენება, აქცენტი ვოკალურ შესრულებაზე და რელიგიური და სეკულარული თემების შერწყმა. 11-როკ-ნ როლი და როკი მუსიკა-პოპულარული მუსიკის სტილი, რომელიც აღმოცენდა აშშ-ში 1950-იანი წლების დასაწყისში. მას ფესვები აქვს რიტმ ენდ ბლუზში, ქანთრიში, ფოლკში, გოსპელსა და ჯაზში. სტილი სწრაფად გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში და დროთა განმავლობაში თანამედროვე როკ მუსიკაში განვითარდა. ამჟამად როკ-ენ-როლი და როკ მუსიკა სინონიმებად მოიაზრება. როკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტებია ელექტრო გიტარა, ბას-გიტარა და დასარტყმელი საკრავები .მოგვიანებით როკ-მუსიკასთან შერწყმული იყო პრაქტიკულად ყველა მუსიკალური ჟანრი, რომლებიც შემდგომ ცალკე ჟანრებად ჩამოყალიბდნენ. 12- მძიმე როკი-როკ-მუსიკის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც თავის უახლოეს სათავეს 1960-იანი წლების ფსიქოდელიური როკსა და ბლუზ როკში ჰპოვებს. მისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ინსტრუმენტებია: ელექტრო გიტარა, ბას-გიტარა და დასარტყმელი საკრავები, ელექტროკლავიშები. მძიმე როკი ხშირად გამოიყენება, როგორც საერთო სახელი შემდეგი მუსიკალური მიმდინარეობისთვის: პანკი, გრანჟი, ალტერნატიული როკი, პროგრესული როკი, ჰევი მეტალი, გოთიკ-როკი და სხვა, რათა განვასხვავოთ ისინი უფრო მსუბუქ პოპ-როკისგან. 13-ოპერა — თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმა, რომელშიც მოქმედება ძირითადად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თხზულებას. ოპერა სინთეზური ჟანრია და აერთიანებს მუსიკის, დრამატურგიას, მხატვრობისა და ქორეოგრაფიის ელემენტებს. ოპერის საორკესტრო შესავალს ჰქვია უვერტიურა, ოპერის ტექსტს ლიბრეტო, ხოლო ოპერის მოქმედებებს ჰქვია აქტები. ოპერაში გვხვდება მელოდიას მოკლებული სიტყვიერი ტექსტი, რომელსაც ეწოდება რეჩიტატივი. ოპერაში მომღერალი თავის გრძნობებს გადმოგვცემს არიით. ორი მომღერლის სიმღერას ჰქვია დუეტი. 14 რომანსი- კამერული და ვოკალური მუსიკის ძირითადი ჟანრი, რომელსაც ასრულებს ერთი მომღერალი: როიალის, არფის, გიტარის თანხლებით. ტერმინი „რომანსი“ წარმოიშვა ესპანეთში, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში და თავდაპირველად აღნიშნავდა საერო სიმღერას. მისი დახვეწილი კლასიკური სახე ჩამოყალიბდა XVIII-XIX საუკუნეებში. არსებობს რომანსის რამდენიმე სახეობა: ელეგია, ბალადა, ბარკალორა, რომანსი საცეკვაო რიტმებით, ქალაქური რომანსი და სხვ. რომანსი ლირიკულ ჟანრს მიეკუთვნება და მასში გადმოცემულია ადამიანის სულიერი განცდები. რომანსები ფართოდაა გამოყენებული შუბერტის, შუმანის, ბრამსის, ბერლიოზის და სხვათა შემოქმედებაში. 15-ჰიპ-ჰოპი-— სუბკულტურა, რომელიც მომდინარეობს 1970-იანი წლების ნიუ-იორკის აფრო-ამერიკული საზოგადოებიდან. კერძოდ, იგი წარმოიშვა ბრონქსში და მოგვიანებით ლათინო ამერიკულ საზოგადოებებში გავრცელდა.მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინით ხშირად ჰიპ-ჰოპ მუსიკა იგულისხმება, ჰიპ-ჰოპ კულტურას ახასიათებს ოთხი ელემენტი: რეპი, დიჯეი, ბრეიკი და გრაფიტი.ჰიპ-ჰოპზე დიდი ზეგავლენა იქონია რიტმ-ენ-ბლუზმა, ჯაზმა, სოულმა და რეგეიმ. 1705 10-ს მოსწონს
|