სხვა 5 ყველაზე ექსტრემალური აეროპორტი მსოფლიოში 2016, 10 მარტი, 21:13 სოციალური სევისი Quora.com-ის გვთავაზობს აეროპორტების სიას. ისეთი თავზარდამცემი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკებით, რომელიც ყველა სხვა პრობლემას უმალ გადაგავიწყებს. 1-ტენცინგას და ჰილარის აეროპორტი, ნეპალი, მაღალმთიანი დაბა ლუკლა-აგებულია სპეციალურად მოგზაური-ექსტრემალებისათვის.ბილიკის სიგრძე სულ 500 მეტრია, ხოლო დახრილობა 12%.ასაფრენი ზოლის ჩრდილოეთ ნაწილში კლდეებია აღმართული, ხოლო სამხრეთი მხარე მთავრდება 600 მეტრიანი უფსკულით. სარისკო დაჯდომა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო აეროდრომზე ექსტრამალის შემადგენელი ნაწილია იმ ალპინისტებისთვის, რომლებიც ევერესტის დაპყრობას აპირებენ. 2-ბარას აეროპორტი, შოტლანდია-წყლის მოქცევის დროს ასაფრენი ზოლი წყალში ექცევა.ეს გახლავთ ერთადერთი აეროპორტი მსოფლიოში, რა დროსაც თვითმფრინავები აფრენა დაჯდომის დროს იყენებენ პლაჟის ქვიშას. 3-მალეს აეროპორტი, მალდივის კუნძულები-აეროპორტი, რომელიც სერიოზულ გამოცდას უწყობს პილოტებს.პატარა კუნძული მთლიანად აეროპორტს უკავია, ერთადერთი ასაფერენი ზოლი, რომელიც ზღვის დონიდან ორ მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული.მგზავრებს ჩამოსხდომისთანავე დანიშნულების ადგილზე მოტორიანი ნავებით უწევთ მისვლა. 4-კარიბის კუნძული საბას აეროპორტი-ამ აეროპორტს ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ასაფრენი ბილიკი აქვს, სულ რაღაც 396 მეტრი, (ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ჩვეულებრივი სიგრძე 1800-2400 მეტრია).აეროპორტი მდებარეობს კლდეზე, რომელსაც სამი მხრიდან ჩასავარდნი აქვს, ხოლო მეოთხე მხარე მაღალი ბორცვებითაა გარშემორტყმული. 5-ჰონგ კონგი, ჰაი ტაკის აეროპორტი-აეროპორტი, რომელიც ფუნქციონირებდა 1925-1998 წლებში არის მსოფლიო ავიაციის ერთ-ერთი სასწაული.აეროპორტს ჰქონდა საკმოდ მოკლე ბილიკი, განსაკუთრებით კი უჭირდათ Boeing 747-ებს დაჯდომა. ეს გახლავთ აეროპორტი, სადაც თვითმფრინავების დაჯდომის დროს მგზავრებს შეეძლოთ შენობების ფანჯრებში შეხედვა, ხოლო მაცხოვრებლებს ილუმინატორებში. 146 6-ს მოსწონს 1-ს არა
|