x
image
მანჩო 777
ასპირინის გამოყენების თხუთმეტი ალტერნატიული მეთოდი
image


ასპირინი არამარტო "სასწრაფო დახმარებაა" გაციების, მაღალი სიცხის, თავის ტკივილის ან გრიპის დროს, არამედ ის მეტად საჭირო საგანი ყოფილა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. გთავაზობთ ასპირინის გამოყენების 15 ალტერნატიულ მეთოდს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.


image



1. სკრაბი ტუჩებისათვის



image

ერთმანეთში შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ასპირინი, ყავისფერი შაქარი, თაფლი, ზეითუნის ზეთი და ვიტამინი Е. დაიტანეთ ეს ნარევი ტუჩებზე და გაიჩერეთ 2-3 წუთი. ნარევი საოცრად წმენდს და არბილებს ტუჩებს.


2. საშინაო პილინგი სახისათვის


image

ქიმიური პილინგი სახის გაახალგაზრდავებაში გვეხმარება. მისი გამოყენების შემდეგ სახის კანი უფრო პრიალა და ქორფა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ უმჯობესია პილინგის გაკეთება პროფესიონალებს მივანდოთ, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ გაისუფთავოთ კანი ასპირინის, ლიმონის წვენის და საჭმელი სოდის ნარევით.


3. ანტიასაკობრივი ნიღაბი


image

ასპირინი-შესანიშნავი საშულაებაა კანის დასაჭიმად. საჭიროა დაფხვნათ რამოდენიმე აბი და შეურიოთ ის წყალს ან ვაშლის ძმარს. ამ ნიღაბის გაკეთება შესაძლებელია 2-3 ჯერ კვირაში. ის დაგეხმარებთ წვრილი ნაოჭების გასწორებაში და ფერიმჭამელების გაქრობაში.


4. ნახეთქების მოშორება ქუსლებიდან


image

შეურიეთ დაფხვნილი ასპირინი ლიმონის წვენს ან წყალს, წაისვით დამსკდარ ქუსლებზე და გააჩერეთ ათი წუთი. ჩამოიბანეთ და გაიხეხეთ პემზის ქვით, ბოლოს კი წაისვით დამარბილებელი კრემი.


5. უებარი საშუალება მწერების ნაკბენების გასაუტკივარებლად


image

აცეტილსალიცილის მჟავა, იგივე ასპირინი, საუკეთესო ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებაა. საჭიროა მხოლოდ დაფხვნათ ასპირინის აბი, შეურიოთ წყალს და ეს პასტა ნაკბენზე წაისვათ. წვა და ქავილი მალე გაივლის.


6. ტონიკი სახის კანისათვის


image

ასპირინის შემადგენლობაში შემავალი სალიცილის მჟავა შესანიშნავად აშორებს სახიდან ზედმეტ ცხიმს და ასუფთავებს ფორებს. თუ ასპირინს ვაშლის ძმარს შეურევთ, სახის მატონიზირებელ კარგ საშუალებას მიიღებთ. გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ ამ ნარევის მიმართ ალერგიული არ ხართ.


7. ოფლის ლაქების მოცილება ტანსაცმლიდან


image

ოფლის ყვითელი ლაქები თეთრი ფერის ტანსაცმელზე-ყველასათვის ნაცნობი პრობლემაა. თუ დალაქავებულ კოფთას ან მაისურს თბლ წყალში ჩაალბობთ, რომელშიც ასპირინია გახსნილი, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.


8. ჩაზრდილი თმები


image

ჩაზრდილი ანუ ჩაბრუნებული თმა ბევრი სერიოზულ უსიამოვნებას იწვევს. წყალში გახსნილი ასპირინი დაგეხმარებათ თმის ჩაბრუნებისაგან გამოწვეული ანთებითი პროცესების ჩაქრობაში.


9. ყვავილების სიცოცხლის გახანგრძლივება


image

ცოცხალი ყვავილები გაცილებით დიდხანს გაძლებენ, თუ წყალში ასპირინის 1-2 აბს ჩააგდებთ (ნამდვილად ასეა, საკუთარ თავზე, უფრო სწორად, საკუთარ ყვავილებზე გამოვცადე).


10. საუკეთესო საშუალება ქერტლის წინააღმდეგ


image

დაფხვენით რამოდენიმე აბი ასპირინი, დაამატეთ შამპუნი, აურიეთ, დაიტანეთ სველ თმაზე და კარგად შეიზილეთ თავის კანში. გააჩერეთ 4-5 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.


11. შესანიშნავი საშუალება გაპარსვის შემდეგ


image

გაპარსვის შემდგომი კრემების შესანიშნავი იაფფასიანი ალტერნატიული საშუალებაა ასპირინის ნარევი სამედიცინო სპირტთან.


12. კვერცხისაგან დატოვებული ლაქების მოშორება ტანსაცმლიდან


image

კვერცხისაგან დატოვებული ლაქები ტანსაცმლიდან არც ისე იოლი მოსაშორებელია. შეურიეთ ერთმანეთს ღვინის ქვა და ასპირინი, გახსენით ცოტაოდენ წყალში, მიღებული პასტა დაიტანეთ დალაქავებულ ადგილზე და გააჩერეთ რამოდენიმე წუთი. შემდეგ კი გარეცხეთ ჩვეულებრივად.


12. თმების აღდგენა ქლორის მოქმედების შემდეგ


image

აუზში ცურვის ყველა მოყვარულმა იცის, რომ ქლორი აუფერულებს და აუხეშებს შეღებილ თმებს. თუ თქვენთვის ეს პრობლემა უცხო არაა, 5-6 აბი ასპირინი გახსენით ორ ჭიქა წყალში და დაისველეთ თმა ამ ნარევით. 10-15 წუთის შემდეგ კი თავი დაიბანეთ ჩვეულებრივად.


14. მტვერისებრი კერატოზი


image

თუ ხელებსა და ფეხებზე გაქვთ პატარ - პატარა მუწუკები, შესაძლებელია, თქვენ მტვროვანი კერატოზი გქონდეთ. რა თქმა უნდა, სჯობს სპეციალისტთან გაიაროთ კონსულტაცია, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებთ, კარგი იქნება, თუ მუწუკებიან ადგილებს წყალში გახსნილი ასპირინის ხსნარით ჩამოიბანთ ხოლმე.


15. კონსერვირების შესანიშნავი საშუალება


image

და ბოლოს, ასპირინის გამოყენების ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ხერხი- ზამთრისათვის შესანახი პროდუქტების კონსერვირების შესანიშნავი საშუალება. დაუმატეთ მწნილს 2-3 აბი ასპირინი და პროდუქტის გაფუჭებისაგან დაზღვეული იქნებით.



1
4453
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
4453
  
2016, 16 მარტი, 0:54
საინტერესო სტატიაა. მე სამ აბ ასპირინს ვუმატებ ნახევაარ კოვზ თაფლს და ამიტ სახეს ვიწმენდავ. ძალზედ ეფექტურია ^_^ პ.ს. ბოლო სურათმა მჟავე მომანდომა
0 1 1