x
image
მადამ ფისუნია
ედგარ დეგა

image 1874 წლის 15 აპრილს პარიზში საინტერესო ამბავი მოხდა. ფრანგულ ჟურნალ
"შარივარში" ერთ-ერთმა კრიტიკოსმა, სახელად ლუი ლერუამ, სტატია გამოაქვეყნა
რომელშიც იგი რამდენიმე ახალგაზრდა ფრანგ მხატვარს, რომლებიც
გამოფენებს ღია ცის ქვეშ მართავდნენ, მისი აზრით შეურაცხმყოფელი ტერმინით მოიხსენიებდა.
რაც არ უნდა გასაოცარი იყოს მისი ეს ტერმინი შემდგომში სამუდამოდ დამკვიდრდა მსოფლიო
ხელოვნების ისტორიაში და საწყისი ირონიული ქვეტექსტიც სამარადჟამოდ გაქრა, რადგან ახლა
ამ ტერმინის ხსენებისას, აზრადაც არავის მოსდის ლუი ლერუა და მისი ცინიზმით გაჟღენთილი
ფრაზები .
დიახ, თქვენ სწორად მიხვდით
საუბარი იმპრესიონიზმზეა, შთაბეჭდილების მხატვრობაზე და იმ 30 გენიოსზე, რომლებმაც პირველებმა გადაწყვიტეს
აკადემიზმთან ზღვარის გავლება და რეალური სამყაროს ასახვა თავისი წარმავალი ემოციებისა
და ცვალებადი შთაბეჭდილებების არასტაბილური სახით.


თითოეული მათგანი ერთმანეთისაგან
რადიკალურად განსხვავდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავარი მამოძრავებელი იდეა
და ძალა მხოლოდ ერთ რამეს უკავშირდებოდა - წამიერი სილამაზის გადმოცემას, თუმცა სილამაზის
აღქმა ისევე როგორც მისი გადმოცემის ხერხები ინდივიდუალურია და პირადი ხედვის ინტერპრეტირებაც
ყველას სხვადასხვაგვარად გამოსდის . აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისინი არ ეძებდნენ მარადიულ
სილამაზეს, იდეალს, რაც იმპრესიონიზმს კლასიციზმისგან
განასხვავებდა.


ექსპრესია, ფერისა და მისი
სილამაზის მეშვეობით ნახატის არსის გადმოცემა
, ჟღერადობის შეგრძნება, სამყაროს ცოცხლად და ნათლად აღქმის უნარი, პერსანოჟების მთავარი
დამახასიათებლების მისაგნებად მოძრაობის გამოყენება, ფერწერაში სამყაროს პოეტური აღქმის
შეგრძნება, მკვეთრი მონასმები, დახვეწილი და მრავალფეროვანი ტექნიკა, გაცოცხლებული
წამი - ეს ყველაფერი ერთად ქმნის სრულიად ახალ, ძველისაგან რადიკალურად განსხვავებულ
მიმდინარეობას, უდიდეს ნახტომს ხელოვნებაში, რომლის მიღებაც საზოგადოებას ძალიან გაუჭირდა,
რადგან რაღაც ახალი ყოველთვის შიშისმომგვრელია და ახალ იდეას მუდამ წნეხის ქვეშ გავლა
უწევს, სანამ მსოფლიო მას მიიღებს და აღიარებს, შესაბამისად არც იმპრესიონიზმის ჩასახვის
საწყისი ეტაპი იყო გამონაკლისი.


ერთ-ერთი გამორჩეული იმპრესიონისტი,
თავისი ხედვის უნიკალურობით ედგარ დეგა გახლდათ . ყველასათვის საინტერესო ხელოვანი
, რომლის შთაგონების წყაროც მანტონიასა და ვერონეზეს
ნამუშევრები იყო და რომლის ნახატებშიც ყველაზე მეტად ბალერინები ჭარბობდნენ. თუ მისი შემოქმედება ადრეულ ასაკში რეალიზმით გამოირჩეოდა
1873 წლიდან მან სრულებით შეცვალა სტილი და გადაწყვიტა აესახა თანამედროვე ცხოვრება
მისი ყველანაირი გამოვლინებით, სწორედ ამ მომენტში შეუერთდა გამიზნულად თუ გაუზარებლად
ეს საოცარი პიროვნება იმპრესიონისტთა რიგებს.


იგი დაიბადა 1834 წლის 19 ივლისს
, ბანკირის ოჯახში. არისტოკრატული წარმომავლობა, გავლენა, ინტერნაციონალური კონტაქტები
, ხელოვნებისადმი დაინტერესება და სიყვარული - ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც ედგარის
ოჯახს გააჩნდა .


13 წლის ასაკში დეგამ დაკარგა
დედა, რაც საშინელი დარტყმა იყო პატარა ჯერ კიდევ უდიდესი მომავლის მქონდე ბიჭუნასათვის, რომელიც
იმ დროს ლიცეუმში სწავლობდა და მამას, ოგიუსტ დე გას სურდა რომ ვაჟს მისი საქმე გაეგრძელებინა
, თუმცა ედგარმა (რომელმაც მომავალში გვარი დე გა
დეგად გადაიკეთა) ხელოვნება არჩია იურისპრუდენციას და 1854 წელს ნატიფი ხელოვნების
სკოლის პარალელურად მან ლუი ლამოტის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა, ლამოტი კი როგორც
მოგეხსენებათ უდიდესი ენგრის ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე გახლდათ.


თუმცა ყველაზე საინტერესო ეპოქა
ედგარ დეგას ცხოვრებაში მაშინ იწყება, როდესაც იგი 18 წლის ასაკში, ლუვრში ძველი მხატვრების ნახატების ასლებს ქმნიდა და არაჩვეულებრივად
გადახატა რაფაელის ფრესკები. ზუსტად ლუვრში სრულიად შემთხვევით გაიცნო ედუარ მანე.


როდესაც დეგა avant-garde
artists-ში ხვდება კლოდ მონესა და ალფრედ სისლის და ინტერესდება მოცეკვავე ქალებით
, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება თანამედროვე ცხოვრების გამოვლინებებისადმი უდიდესი ლტოლვა, რაც
გულისხმობდა თუნდაც ჩვეულებრივი პარიზელების ცხოვრების წამიერ აღწერას და ემოციების
ყველასათვის ხელმისაწვდომობას, ყველანაირი ჩარჩოების გარეშე, გაშეშებული მომენტების
დაუსრულებელ ფაქტებად გადმოცემა მათი ცვალებადობის წყალობით. შეიძლება ითქვას ფაქტობრივად ესაა საწყისი ეტაპი მისი იმპრესიონისტობისა, თუმცა
ეს ტერმინი მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა.


დეგას ნახატები ემოციური თვალსაზრისით რაღაცით გვახსენებენ პუსენს, თითქოს
მისი ნახატები ქმნიდნენ ხიდს და ადამიანები მომავალში გადაყავდათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში
შეიძლება კინემატოგრაფიასთან კი გავავლოთ პარალელი .


დროთა განმავლობაში დეგა
უფრო და უფრო მეტად იყენებდა პასტელებს თავის შემოქმედებაში, რაც კონიუქტივიტით აიხსნება, რომელიც
მას საფრანგეთ-პრუსიის ომში განუვითარდა.


მისი ბალერინები - იდეალური ასახვა სხეულის, მათი აგებულების, ფერებისა და მოძრაობისა
. სიუჟეტი, მოცეკვავე ქალებზე, რომელიც მას ყველაზე მეტად იზიდავდა და რომელშიც საკუთარი
სტილი აღმოაჩინა. შემდგომში ამ ყველაფერს მოჰყვა ცხენები - მხატვრის დაინტერესება დოღით
და ამ გატაცებამ უამრავი შესანიშნავი ხელოვნების ნიმუში შემოგვინახა და მისი ქანდაკებები - შედეგი მხედველობის გაუარესებისა და ამის მიუხედავად
ხელოვნების ერთგულებისა.


იმპრესიონისტების ბოლო გამოფენის
შემდეგ, სამწუხაროდ, დეგას ნახატების გამოფენა, მის სიკვდილამდე არ შემდგარა, დეგა
კი 1917 წლის 27 სექტემბერს გარდაიცვალა, თითქმის საბოლოოდ დაბრმავებული, ხოლო მისი
"ბრმის ხელობა" გამოფენაზე 1918 წელს გაიტანეს.


მიუხედავად საუკუნეების გასვლისა ედგარ დეგა დღემდე პოპულარულია ახალგაზრდებშიც.
ისინი ცდილობენ შექმნან ნივთები, აქსესუარები და თილისმები მისი ნახატებით და შეიყვარონ
ისინი, როგორც თავად ედგარს შეიყვარებდნენ, ჩვენს დროში რომ ეცხოვრა და ემღვაწევა.


"დიდი მოთმინება მჭირდება,
რათა დავამთავრო სურათები, რომლებიც უმოწყალოდ მართმევს დროს. შემოსავალი არ მოაქვს,
მაგრამ ხელოვნების დიდი სიყვარული და პატივისცემა არ მაძლევს უფლებას, მათ უდიერად
მოვეპყრო." - ეს სულშიჩამწვდომი ფრაზები
ედგარ დეგას ბაგეებს დასცდათ და დამეთანხმებით ალბათ, რომ არც ერთ ადამიანს გულგრილს
არ დატოვებს, რადგან გიყვარდეს ხელოვნება ასე, უფრთხილდებოდე მას ასე და პატივს სცემდე
რჩეულთა ხვედრია და ასეთი ადამიანები იმსახურებენ, რომ მათმა შემოქმედებამ მსოფლიომ
ნახოს და მსოფლიო აღაფრთოვანოს ისე, რომ სამუდამოდ დარჩეს მეხსიერებაში შეგრძნება, რომელსაც
ადამიანი ტილოების ცქერის დროს იგრძნობს და დეგამ ეს მოახერხა. მან მოახერხა თითოეული
ჩვენგანის სულში დაეტოვებინა პატარა ნაწილი თავისი უსაზღვრო სამყაროსი და ამისთვის
მხოლოდ ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია მისი მოლურჯო-მოცისფრო ტონებით გაჯერებული
ბალერინებისათვის. უბრალო ბალერინებისათვის, რომლებიც თითქოს თავიანთ საყვარელ საქმიანობას
ემსახურებიან და მეტი არაფერი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ზედაპირული ანალიზის მოყვარულთათვის,
რადგან თუკი ადამიანს ოდნავი ემოცია მაინც გააჩნია, ის აუცილებლად იგრძნობს რაღაც მეტს,
რაღაც იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

0
580
3-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0