შოუბიზნესი ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა მეგობრებთან ერთად გაზაფხულის მოსვლა იზეიმეს. 2016, 7 მარტი, 21:37 ორმოცი წელია უკვე რაც რუსული ესტრადის პრიმადონა გაზაფხულის მოსვლას მეგობრებთან ერთად აღნიშნავს.მარტის თვის პირველ კვირას, ალასა და მისი მეუღლის მაქსიმ გალკინის ოჯახში შეიკრიბნენ მათი მეგობრები, რათა აღენიშნათ ყვითელი ყვავილების მოსვლის დღე(ასე უწოდებს პრიმადონა გაზაფხულის პირველ დღეს) ამჯერად მათ ოჯახს სტუმრობდა რუსული ესტრადის ვარსკვლავები ფილიპ კირკოროვი, ალექსანდრ ბუინოვი და სხვები. როგორც ყოველ ამ დღეს ალა ბარისოვნა სტუმრებისგან საჩუქრებს იღებს, ბორის კრასნოვმა მას საკუთარი პორტრეტი უსახსოვრა, რომლის ფოტო ალამ "ინსტაგრამზე" ატვირთა. მაქსიმ გალკინმა და მისმა შვილებმა კი დედას ყვავილები მიართვეს. ბორის კრსნოვის საჩუქარი. ყვავილები ალას მაქსიმ გალკინისა და შვილებისაგან. 226 1-ს მოსწონს
|