შოუბიზნესი ვარსკვლავები ვალენტინ იუდაშკინის 50 წლის იუბილეზე. 2013, 22 ოქტომბერი, 0:33 რუსეთის ცნობილი დიზაინერი, ვალენტინ იუდაშკინი, 50 წლის გახდა. მას დაბადების დღე რუსეთის შოუბიზნესის ცნობილმა სახეებმა მიულოცეს.დაბადების დღე დიზაინერმა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში აღნიშნა.ზეიმს ესწრებოდა ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი, ალსუ, ფილიპ კირკოროვი, დიმა ბილანი იგორ კრუტოი ოჯახთან ერთად და სხვა ცნობილი ადამიანები.ვალენტინ იუდაშკინს ასევე სამოდელო სფეროში მისი მოღვაწეობის25 წელი შეუსრულდა. მას ბევრი ჩვენება სწორედ მუზეუმებში აქვს ჩატარებული, პარიზის ლუვრის და ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ჩათვლით.ამ ბოლო პერიოდში იუდაშკინს კიდევ ერთი საბაბი აქვს ზეიმის. ფრანგებმა ის ლეგიონის საპტიო ორდენით დააჯილდოვეს, ორდენით, რომლითაც თვით ნაპოლეონ ბონაპარტი იყო დაჯილდოვებული. 71 8-ს მოსწონს
|