სხვა რუსეთში მცხოვრები სომხები მოსკოვის მერს იჯარით სახლის გადაცემას სთხოვენ.რომელიც თბილისელ სომეხს ეკუთვნოდა 2016, 7 მარტი, 21:17 სომეხ კაზაკთა საქმეთა საბჭომ თხოვნით მიმართა მოსკოვის მერს სერგეი სობიანინს, რომ იჯარით გადასცენ სახლი, რომელიც თავის დროზე ეკუთვნოდა XIX საუკუნის გამოჩენილ მოღვაწეს მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვს.ცნობილი შენობა, რომელიც ცნობილ არქიტექტორ მიხეილ ბიკოვსკის ეკუთვნის განთავსებულია მილიუტინსკის ჩიხში.
"ჩვენთვის ძალზე ძვირფასია ნებისმიერი ისტორიული დეტალი, რომელიც კავშირშია ჩვენს თანამემამულესთან, გამოჩენილ პიროვნებასთან ლორის-მელიქოვთან. მიხეილ ტარიელის-ძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაზაკთა საქმიანობაში.1863 წლიდან 1875 წლამდე ის თერგის კაზაკთა ატამანი იყო" -ნათქვამია სომეხ კაზაკთა საქმის საბჭოს თავმჯდომარის.გენერალ-ლეინტენატ მიხეილ გრიგორიანის მიმართვაში მიხეილ ტარიელის ძე ლორის მელიქიშვილი (ლორის-მელიქოვი), დაიბადა თბილისში 1824 წლის 19 ოქტომბერს (სხვა ცნობით 1825 წლის 20 დეკემბერს) სომხური წარმომავლობის ქართული ფეოდალური საგვარეულოს ლორის მელიქიშვილების ოჯახში. მამა ტარიელ ზურაბის ძე ლორის მელიქიშვილი, დედა ეკატერინე ახვერდაშვილი ცხოვრობდნენ თბილისში. მიხეილმა სწავლა 1836 წელს მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში განაგრძო. ხოლო 1840-იანი წლებიდან სამხედრო კარიერა დაიწყო. იგი წარმატებულად მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებულ ომებში, მათ შორის - კავკასიის, ყირიმის და რუსეთ ოსმალეთის 1877-1878 წლების ომებში. სამხედრო კარიერასთან ერთად წარმატებული იყო წარმატებულ სამოქალაქო მოღვაწეობასაც ეწეოდა, იყო თერგის ოლქის უფროსი, ხარკოვის ოლქის გენერალ გუბერნატორი, შინაგან საქმეთა მინისტრი. მიხეილ ლორის-მელიქოვი გარდაიცვალა 1888 წლის 12 დეკემბერს 64 წლის ასაკში საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, დაკრძალულია თბილისში, ვანის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში. 141 3-ს მოსწონს 1-ს არა
|