დასავლეთ უკრაინაში დავიბადე და გავიზარდე, მეორე კლასში ვიყავი როცა ჩვენს სკოლას ლვოვში ცნობილი ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი ეწვია და საინტერესო ისტორიები მოგვიყვა მის მიერ განვლილ სპორტულ კარიერაზე.
ისე დამაინტერესა მისმა ნაამბობმა მშობლებს განვუცხადე: აუცილებლად შემიყვანეთ საფეხბურთო სექციაზე სპორტულ სკოლაში მეთქი, კლასში ერთერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი სწავლის მხრივ და მშობლებმაც ჩემი არჩევანი მოიწონეს, მით უფრო, რომ სპორტული სკოლა სადაც უნდა მევლო სავარჯიშოდ ჩვენი საცხოვრებელი კორპუსიდან საკმაოდ ახლოს იყო და მშობლებს არ მოუწევდათ ჩემი ტარება.
არ ვიცი რითი დავიმსახურე, მაგრამ ჯგუფში რომელშიც მე მოვხვდი საუკეთესო მწვრთვნელი დამხვდა, ანატოლი გრიგორიევიჩი, რომელსაც ქართველების და საერთოდ კავკასიელების მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა.
არ გასულა დიდი ხანი და მე მწვრთვნელის რჩევების ზედმიწევნით შესრულების და ჩემი მონდომების წყალობით ნორჩი ფეხბურთელების გუნდში მყარად მოვიკიდე ფეხი ძირითად შემადგენლობაში, ჩემთან ერთად გუნდში თამაშობდა ჩემი თანატოლი ბიჭი, რომელიც უკრაინელობის მიუხედავად ქართულს და მეგრულსაც კი ძალიან კარგად ფლობდა, როგორც აღმოჩნდა დედა ზუგდიდელი ჰყავდა და დედის წყალობით ქართულიც და მეგრულიც ბრწყინვალედ შეესწავლა.
გავიდა წლები და ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი გუნდი ახალ–ახალ წარმატებებს აღწევდა უკრაინის მასშტაბით, განსაკუთრებით გამოირჩეოდა რუსლანი რომელთან ერთადაც მოგვიანებით ზუგდიდის დინამოს დუბლებში მომიწია თამაში.
მიზეზთა გამო ოჯახი ლვოვიდან ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად და მეც ზუგდიდის დინამოს ცენტრალურ სტადიონს მივაშურე მამასთან ერთად ვარჯიშის გასაგრძელებლად, სტადიონზე მისულს პირველად ვინც შეგხვდა და გამოგვესაუბრა ქალაქის კოლორიტი, ფეხბურთის ძალზე კარგი მწვრთვნელი და პიროვნება ბუხუტი შურღაია აღმოჩნდა (სახელი და გვარი ნამდვილია), ამათვალიერ–ჩამათვალიერა და მკითხა რამდენი წლის ვიყავი (მცირე ასაკის მიუხედავად საკმაოდ მაღალი ვიყავი), როცა ვუპასუხე შეწუხდა, როგორ მინდოდა ჩემს გუნდში გეთამაშა, მაგრამ ასაკით ჯერ პატარა ხარ, მაგრამ ერთ ძალიან კარგ მწვრთვნელთან მიგიყვან რომელიც ჩემი მეგობარიცაა და იმედია ყველაფერი კარგად იქნებაო.
შეგვიყვანა სტადიონის სამწვრთვნელო ოთახში და უცხო მამაკაცს გასძახა: გივი ნახე რა ბიჭი მოგიყვანე, გაიყვანე შენს ბიჭებთან ერთად და ნახე როგორ თამაშობს, უკრაინული საფეხბურთო სკოლა აქვს განვლილი და ვფიქრობ კარგად ითამაშებსო.
ბატონი გივი, რომელიც გივი კობახიძე აღმოჩნდა მამასთან მივიდა და უთხრა: ჯანმრთელობის ცნობა მოიტანეთ და სასინჯ ვარჯიშზე გავიყვან ეგრევეო.
მამამაც ჩამისვა მანქანაში, მიმიყვანა ქალაქის საავადმყოფო "რესპუბლიკაში" და მალე ჯანმრთელობის ცნობით ისევ სტადიონზე დავბრუნდით.
სტადიონზე მისულს გასახდელისაკენ მიმითითეს და გასახდელიდან უკრაინულ ფერებში გამოწყობილი ფორმით გამოვედი ცენტრალური მოედნის გვერდით მდებარე სპეციალურად სავარჯიშოდ გამოყოფილი მოედნისაკენ.
ბუნებრივია თავი არ დამიზოგავს და მწვრთვნელზე საკმაოზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვე, ბატონმა გივიმ გასახდელში შესვლისას დამიძახა დავლოდებოდი და მალე ზუგდიდის დინამოს თეთრ–ლურჯი ფორმები მომიტანა საჩუქრად.
ვარჯიშზე მეორე დღეს დამიბარა და როდესაც მივედი საოცარი სიურპრიზი მელოდა–ჩემი მეგობარი რუსლანი მშობლებთან ერთად უკრაინიდან ზუგდიდში ჩამოსულიყო საცხოვრებლად და რუსლანი იმავე გუნდში იყო ჩარიცხული ბატონ გივი კობახიძესთან.
დრო გადიოდა, ჩვენც ვიზრდებოდით და ნორჩი დინამოელიდან უკვე ზუგდიდის დინამოს დუბლშემადგენლობაში გადავინაცვლეთ, დუბლშემადგენლობიდან რამდენიმე გუნდში მქონდა რუსლანთან ერთად მიწვევა, მაგრამ მინდოდა ჯერ ზუგდიდის დინამოში მეთამაშა და მერე უკვე გამოცდილება მიღებულს სხვაგან მესინჯა ბედი, თუმცა როგორც ამბობენ "ეშმაკს" არ ძინავს, ბატონი გივის რეკომენდაციით 35–ე საფეხბურთო სკოლაში უნდა გადავსულიყავი სწავლის და ფეხბურთის თამაშის გასაგრძელებლად, მაგრამ კორუმპირებული ჩინოვნიკების "წყალობით" ჩემს ოცნებას ასრულება არ ეწერა, თბილისში ჩასულს 35-ე საფეხბურთო სკოლაში მისაღებად 2500 ლარი მომთხოვეს (ვინც ეს გააკეთა თავის დროზე მექრთამეობის მუხლით გაასამართლეს, თან უკვე ძალზე ასაკოვანი კაცია და მისი დასახელებისაგან თქვენი ნებართვით თავს შევიკავებ).
მამამ გადაწყვიტა მოთხოვილი თანხა გადაეხადა, მაგრამ მე "შევჯექი ვირზე" და აღარც ჩამოვსულვარ, საკუთარმა პრინციპულობამ ჩემი საფეხბურთო კარიერა დაასამარა.
რუსლანმა კი ჯერ ზუგდიდის დინამოში ითამაშა, მერე უკვე იაროსლავლის "შინიკში", კიევის დინამოს დუბლებში ვარჯიშის დროს კი კოჭის მყესის გაწყვეტის გამო იძულებული გახდა ფეხბურთისათვის თავი დაენებებინა.
სადღეისოდ სანკტ–პეტერბურგში ცხოვრობს და 28 წლის ასაკში ოლქის პროკურორის თანაშემწეა.
რეკომენდაციაში მოზარდ ფეხბურთელს ფულს რომ მოსთხოვს-ის კაცი არაა.
ეს ბიჭი შორს წავაო მაგრამ???!!! :(((