კინო ჯორჯ კლუნიმ სამსახიობო კარიერის დასრულება გადაწყვიტა 2016, 4 მარტი, 13:18 ყველასთვის ცნობილმა და საყვარელმა ოსკაროსანმა მსახიობმა, ჯორჯ კლუნიმ გადაწყვიტა მსახიობის კარიერას დაემშვიდობოს, თუმცა კინო-ინდუსტრიის
საბოლოოდ მიტოვებას არ აპირებს.
მისი პოპულარობა ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ამერიკულ სერიალ "სასწრაფო"-ს უკავშირდება, რომელიც 1994-99 წლებში გადიოდა.
იგი თავის კარიერას რეჟისურაში გაარძელებს, მითუმეტეს რომ მას ამის გამოცდილება
უკვე აქვს, მან არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ნამდვილი გატაცება, სწორედ რეჟისორობაა. 2006 წელს კლუნი "ოსკარი"-ზე იყო ნომინირებული, "საუკეთესო რეჟისორი" ფილმისთვის "Good Night, and Good Luck". ![]() "რეჟისურა-ჩემი დიდი სიყვარულია"-ამბობს ის, "როდესაც კამერის წინ დგახარ წარმოუდგენლად გეჩვენება, როგორ შეიძლება იდგე კამერის მიღმა და შენს საყვარელ საქმეს აკეთებდე, მაგრამ მე ეს შემიძლია და ამით უნდა ვისარგებლო ." ![]() დარწმუნებული ვარ, ისეთივე წარმატებული რეჟისორი იქნება, როგორიც მსახიობია. იმედი მაქვს, ხარისხიანი და შთამბეჭდავი ფილმებით გაგვანებივრებს. 193 3-ს მოსწონს
|