x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ყავა არის მონადუღები... შეიძლება ახლობელიც იყო"-რას ჰყვებიან ნინა რომანაძის ოჯახის წევრები
image22 თებერვალს ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალებს გარდაცვლილი ნინა რომანიძის მეუღლე ოთარ მამფორია და მეზობლები ჰყვებიან.


ოთარ მამფორიას აზრით მკვლელობის კვალი ნაცნობთან ან ოჯახის ახლობელთან მიდის.

მამფორია ამბობს, რომ მეუღლემ მკვლელს კარი საშინაო ხალათში გაუღო და ყავა მოუდუღა.თუმცა სტუმარმა ყავა არ დალია.


"ყავა აქვს მოდუღებული, მაგრამ ერთი ყავა აქვს დასხმული და გამოტანილი კომპიუტერთან, ხოლო მეორე..გამოდის, რომ უარი უთქვია...ყავა მადუღარაშია დარჩენილი.გვერდზე ცარიელი ფინჯანია...ეტყობა არ უნდოდა დარჩენილიყო იქ ნერწვი."



ოთარ მამფორიას განცხადებით სამი წლის ბავშვის და დედის მკვლელმა შემდგომ საკუთარი ტანისამოსი გაიხადა, დაწვა და ხანძარი ამ ფორმით გააჩინა.ბინა კი გარდაცვლილი მეუღლის სამოსით დატოვა.


მის გარდა სახლიდან გამქრალი არის ერთ-ერთი კარის სახელური და დანა, და მათივე
ვერსიით ბავშვმა იცნო მკვლელი და არ დაინდო, ხოლო მოკლულ ქალბატონს 26
ჭრილობა მიაყენა.


ნონა რომანიძის მეზობლები აცხადებენ, რომ ქალი უცხოს კარებს არ გაუღებდა, რადგან საკმაოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და მეზობლებში მისვლა-მოსვლა არ ჰქონდა.


ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის
შესახებ რომ ნინა ომანაძეს პირველი მეუღლე ჰყავდა და დანაშაული მისმა
პირველმა ქმარმა ჩაიდინა. მათი თქმით ეს ჭორები შეგნებულად ვრცელდება, რომ
გამოძიებას ხელი შეეშალოს.

5
276
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
276
  
ოჰ, რა ვიცი, რა ვიცი, კენედის მკვლელობასავით დარჩება ეს საქმეც გამოუძიებელი, რაღა კენედი, აგერ რამდენი მკვლელობაა ჩვენში პასუხგაუცემელი...
2016, 3 მარტი, 23:26
არა რა თქმა უნდა..მე პირობითათ ვამბობ..დისქოვერზე ვუყურე ამას წინათ რამდენიმე ადამიანს უნდა ამოეცნო სურათებით სერიული მკვლელები....თითქმის 80% ვერ ამოიცნეს..იმიტომ რომ იმ სურათს ადებდნენ ხელს..სადაც უფრო როჟები იყვენე,,არა და როგორც წესი სერიულ მკვლელს სათნო და მიმდობი სიფათები აქვთ..საკმაოდ ლაღი ღიმილით..ეს ცნობილი ფაქტია..მაგრამ ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა
დამნაშავეთა სახეები არსებობს?))))
2016, 3 მარტი, 23:16
რატომ დამნაშავის სახე აქვს?
არ მომწონს აი კაცი მე((
0 1 5