პროფილაქტიკა ღვიძლის გაწმენდა შლაკებისა და ტოქსინებისგან 2016, 4 მარტი, 10:52 ღვიძლი – სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანო. ის პირველი იღებს დარტყმას, როდესაც ადამიანი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს იღებს, ზედმეტადაა გატაცებული ცხიმიანი საკვებით, ამას ემატება ცუდი ეკოლოგიაც... ღვიძლის ძირითადი ფუნქციაა – ტოქსინების ფილტრაცია და გამოდევნა. ამ ორგანოს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული ნივთიერებათა ცვლის პროცესი მთელს ორგანიზმში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით ვადევნოთ თვალყური და პერიოდულად ჩავიტაროთ მისი დეტოქსიკაცია. ღვიძლის გაწმენდა სახლის პირობებში სამკურნალო სასმელი "ზურმუხტი" – ბუნებრივი საშუალებაა, რომელის მეშვეობითაც არა მხოლოდ ღვიძლს, ასევე ნაწლავებსაც გაისუფთავებთ ტოქსინებისგან. ზედმეტი წონის დაგდება კი სასიამოვნო სიურპრიზი იქნება! ინგრედიენტები: – 150 გრ. კომბოსტო – 1 ლიმონის წვენი – 25 გრ. ნიახური – 1 მსხალი – კოჭა (2 სმ.) – 500 მლ. სასმელი წყალი – ახალი პიტნის რამდენიმე ფოთოლი მომზადების წესი: * ბლენდერში დააქუცმაცეთ კომბოსტო, მსხალი, ნიახური, კოჭა. დაამატეთ 1 ჭ. წყალი და დააბლენდერეთ. * ჩაასხით ლიმონი, დარჩენილი წყალი და პიტნის ფოთლები. ისევ ჩართეთ ბლენდერი რამდენიმე წამით. და სასმელი მზადაა! მიიღეთ დღეში ორჯერ: დილით და საღამოს. დაიმახსოვრეთ! ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია თავის დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – უარი თქვით მავნე პროდუქტებზე, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებაზე, იმოძრავეთ უფრო მეტი, ყოველდღიურად მიიღეთ საშუალოდ 2 ლ. სასმელი წყალი, რათა შეინარჩუნოთ ყველაზე ძვირფასი რამ – ჯანმრთელობა!
520 14-ს მოსწონს
|