საბუნებისმეტყველო «ვერცხლის ქვეყანა», ვერცხლის გარეშე 2016, 4 მარტი, 11:49 1515 წელს ესპანელი სოლისი სრუტეს ეძებდა ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეს შორის. სამხ. ამერიკის სანაპიროებთან, მან შემთხვევით მტკნარი წყალი აღმოაჩინა. ის მიხვდა რომ იქვე, ახლოს, დიდი მდინარის შესართავი უნდა ყოფილიყო. 1526 წელს, ზემოთ ხსენებული მდინარის მოსაძებნად, გამოჩენილი იტალიელი მეზღვაური სებასტიან კაბო გაემგზავრა. სოლისის მითითებულ ადგილამდე მივიდა და სულ მალე, დიდი მდინარის, ძალიან განიერ შესართავში აღმოჩნდა. მან ადგილობრივ მოსახლეობას ევროპიდან წამოღებული ნივთები ვერცხლში გადაუცვალა, ხოლო ამ მდინარეს რიო-დე-ლა პლატა (ესპ. Río de la Plata) დაარქვა, რაც «ვერცხლის მდინარეს» ნიშნავს. მოგვიანებით, გაირკვა რომ ეს მდინარის შესართავი კი არა, ყურე იყო ატლანტიკის ოკეანეში, რომელშიც მდინარე პარანა ჩაედინება. რაც შეეხება ვერცხლს, არც ის იყო ადგილობრივი: ინდიელებმა ვერცხლი პორტუგალიური ექსპედიციის წევრებს წაართვეს, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ იმ მიდამოებში. შეცდომით დარქმეული სახელი, გასწორების ნაცვლად, იმ ტერიტორიებზეც გავრცელდა, რომელებსაც ჩვენ არგენტინას (ლათ. «argentum») ვეძახით, რაც «ვერცხლის ქვეყანას» ნიშნავს, მაგრამ არგენტინაში ვერცხლის საბადოები არ არის და არც არასოდეს ყოფილა. დღეს, თავად არგენტინელები, შეცდომის ფაქტს გამორიცხავენ და თვლიან, რომ სახელები «ვერცხლის მდინარე» და «ვერცხლის ქვეყანა», ოქროს ციებ-ცხელების ეპოქას უკავშირდება: პირველი ესპანელი ემიგრანტები, რომლებსაც ზღაპრულად მდიდარი ქვეყნების ლეგენდებზე აბოდებდათ, სამხრეთ ამერიკაში ჩადიოდნენ და ვერცხლის საბადოებზე მეტად, ამ ლითონისგან დამზადებული, ინდიელების სამშვენისებით ინტერესდებოდნენ. რიო-დე-ლა პლატას სახელს კი იმით ხსნიან, რომ მას პერუს ვერცხლის და სხვა განძის ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ და ამ ნაცრისფერ წყლებს, იმაზე მეტი ვერცხლი “უნახავს", ვიდრე რომელიმე საბადოში შეიძლებოდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, ჰქვია ამ ყურეს ლა-პლატა, ხოლო მის სამხ-დას. მდებარე ქვეყანას – არგენტინა. 187 9-ს მოსწონს
|