ისტორია საბჭოთა კავშირის საიდუმლო პროექტები 2016, 3 მარტი, 21:31 საბჭოთა კავშირი ომის პერიოდშიც და მის შემდეგაც საიდუმლოდ ინახავდა
რამოდენიმე პროექტს, რომლებიც ასრულებაც ბოლომდე ვერ მოხერხდა.
მსოფლიოს ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ აღიარებული საბჭოთა კავშირი, აწარმოებდა რამოდენიმე პროექტს, მათ შორის იყო ტურბო მატარებელი. ამ "მონსტრის" სიჩაქარე უნდა ყოფილიყო საათში 360 კილომეტრი. ტურბო მატარებელი წარმოებულ და დატესტილ იქნა საბჭოთა კავიშირის რკინიგზებზე, მატარებელმა მიაღწია 250 კმ/სთ. თუმცა ტურბო მატორების გამო მატარებლის პროექტი გაუმდა, ვინაიდან ამ "მონსტრს" ძალიან ბევრი საწვავი სჭირდებოდა. ტურბო მატარებელი უფრო მეტს სწვავდა, ვიდრე ავიაგამანადგურებელი, ეს ფაქტი ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად იმოქმედებდა. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ტურბო მატარებელი რამოდენიმე წლის წინ იქნა ნაპოვნი, ერთ-ერთ მატარებლების საჯართეში. "მონსტრი" ყველას დაკარგული ეგონა. წარმოდგენილ ფოტოებში ჩანს ტურბო-მატარებლის უკანასკნელი ვიზუალი, რომელიც ეკუთვნოდა 1960-70 იან წლებს. მატარებელის გამოშვება, რომ დაწყებულიყო, ეს იქნებოდა პირველი ყველაზე სწრაფი მატარებელი მთელს მსოფლიოში. გავეცნოთ კიდევ ერთ გასაიდუმლოებულ პროექტს... ცივის ომის პერიოდში რამოდენიმე რომანტიული და დეტექტივის ჟანრის ფილმი გადაიღეს საბჭოთა კავშირში. ფილმებში ნაჩვენები იყო საბჭოთა კავშირის გასაიდუმლოებულ პროექტებიდან რამოდენიმე მონაკვეთი. ახლა ვნახოთ ფილმების შთაგონებული საიდუმლო პროექტები რეალურად. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, დასრულდა ცივი ომი. როგორც ჩაძირულ გემიდან ტივტივდება ნივთები, ასევე ამოტივტივდა საბჭოთა კავშირის საიდუმლო პროექტებიც. ცივი ომის დროს გასაიდუმლოებული ყველა ფაქტი გასაჯაროვდა. საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული Mi-12-ის მოდელის ვერტმფრენი, 1968 წელს შეიქმნა. ამ ვერტმფრენზე უფრო დიდი არ არსებობდა. მისი სიგრძე 37 მეტრას აღწევდა, ხოლო სიმაღლე 12.5 მეტრი იყო. სულ ჯამში წარმოებულ იხნა მხოლოდ ორი Mi-12-ის მოდელის ვერტმფრენი. Mi-12-ს შეეძლო 105 ტონა სიმძიმის აწევა. ქვემოთ მოცემულ ფოტოს თუ კარგად შეხედავთ, მიხვდებით რომ ჩვეულებრივისგან საკმაოდ განსხვავდება. "კასპიის ზღვის მონსტრი" "კასპიის ზღვის მონსტრი" ეს არის ნახევრადგემი, ნახევრად ავიაგამანადგურებლის კოდური სახელი. "მონსტრი" შეიმქნა ცივი ომის პერიოდში. ეს საიდუმლო პროექტი 1960 წელს ამერიკის ჯაშუშ თანამგზავრების მიერ იქნა აღმოჩენილი, რომლის შესახებაც მსოფლიომ არაფერი იცოდა. გამოცანის ამოხსნა XX საუკუნის დასასრულისკენ მოხერხდა. "მონსტრი", ნიკიტა ხრუშოვის უახლოესი მეგობრის, როსტისლავ ალექსეევის მიერ იყო დაპროექტებული და შექმნილი. "კასპიის ზღვის მონსტრი" სინამდვილეში გადამზიდი უნდა ყოფილიყო. "მონსტრის" სახელი შემდგომში შეიცვალა ეკრანოპლანით. ეკრანოპლანი ყოველთვის ზღვის დონიდან 15-20 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა. იყო საკმაოდ სწრაფი და წვავდა ძალიან ცოტას. ეკრანოპლანის განსაკუთრებულ თვისებას წარმოადგენდა მისი უჩინარობა. ის არც ძალიან მაღლა დაფრინავდა და არც ზღვაზე, აქედან გამომდინარე რადარებს მისი დაფიქსირება ძალიან უჭირდათ. საბჭოთა კავშირი ამ ეკრანოპლანებს იყენებდა წლების განამვლობაში, სამხედრო არმიების გადასაყვანად. ცივი ომის დასრულებასთან ერთად ეკრანოპლანის წარმოებაც შეჩერდა. ამ ტექნოლოგიური გიგანტის ერთადერთ მინუსს წარმოდგენდა ტალღები, აბობოქრებულ ზღვაში მას ფრენა არ შეეძლო. Antonov An-225 Antonov An-225 - კაცობრიობის ისტორიაში წარმოებული ყველაზე დიდი ზომის თვითმფრინავი. წარმოების თარიღი - 1988 წელი. დღემდე მხოლოდ 1 ცალია წარმოებული. Antonov An-225 სპეციალურად შეიქმნა, საბჭოთა კავშირის კოსმოსური ხომალდის გადასატანად. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, გაუქმდა კოსმოსური ხომალდების პროგრამაც. ეს გიგანტური თვითმფრინავიც გამოუყენებელი დარჩა. ეს გიგანტური ზომის თვითმფრინავი აღარავის აღარ სჭირდებოდა, რადგან აღარ იყო გადასატანი კოსმოსური ხომალდები, თან ძალიან ბევრი საწვავი სჭირდებოდა. მეორე An-225-ის წარმოება საერთოდ ვერ დასრულდა... XX საუკუნის მიწურულს თვითმფრინავები შეიძინეს ბრიტანელებმა და 2001 წლიდან Antonov An-225-ები უკვე ბრიტანეთს ემსახურება. Antonov An-225 შედგება 6 ძრავისგან, სიგრძე აღწევს 84 მეტრს, ფრთების ჩათვლით სიგანე 88 მეტრია. თვითმფრინავს იყენებენ ტვირთის და საბრძოლო მასალების გადასატანად. სულ ეს იყო... მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1946 13-ს მოსწონს |
სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებშიც ვნახე...
ფრენის სიმაღლე არ აღემატებოდა 14 მეტრს, მისი დანიშნულება იყო არა გამანადგურებლის ფუნქცია, არამედ ტრანსპორტირება, ცოცხალი ძალის და ტექნიკის. ეკრანოპლანი კასპიის ზღვაში ჩაუშვეს და 1980 წელს ჩაიძირა ექსპერიმენტის დასრულების გარეშე.
1960 წელს ჯერ კიდევ არ ჰყავდა აშშ-ს მზვერავი თანამგზავრები.