სხვა ყველაზე უხერხული მომენტები ,,ოსკარის '' ისტორიიდან 2016, 1 მარტი, 22:54 “ოსკარის’’ დაჯილდოების ცერემონიას თან ახალვს სკანდალები, კურიოზები და უხერხული მომენტები, რომელიც უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს . მცდელობა ჯულია რობერტსისა მიიპყროს ყურადღება 2002 წელს ცერემონიალზე დააჯილდოვეს დენზელ ვაშიგნტონი, ამით გახრებულ ჯულია რობერტს მსახიობთან ერთად არ შეუწყვეტია ფოტო-ობიექტივის წინ პოზიორობა. დეივიდ ლეტერმანი “ღამის შოუს დეივიდ ლეტერმანთან ერთად’’ პოპულარული შოუს წამყვანი 1994 წელს მიიწვიეს ორგანიზატორებმა დაჯილდოების ცერემონიალზე, რომლებსაც იმედი ჰქონდათ იმისა, რომ ლეტერმანი თავისი ხუმრობებით დადგამდა შოუს, თუმცა იქ დამსწრე საზოგადოებისათვის მის ხუმრობებს არანაირი გავლენა არ მოუხდენია. უცნაური ცეკვები 1986 წლის დააჯილდოების ცერემონიალზე სიმღერის "Fugue for Tinhorns" შესრულებისას მომღერალმა პეტ მორიტამ იქ დამსწრე საზოგადოებისათვის მიუღებელი ცეკვა შეასრულა. გრინ გარსონის ჩანაწერებიდან 1943 წელს მსახიობმა გრინ გარსონმა მიიღო “ოსკარი’’ ფილმ “მისის მინივერი’’ შესრულებული როლისთვის, ცერემონიალზე გრინმა განაცხადა, რომ გადაღებისას მთელი 7 წუთი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მარლონ ბრანდო-ადამიანი, რომელმაც უარი განაცხადა ჯილდოს მიღებაზე. მარლონ ბრანდოს “ოსკარი’’ ერგო საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმში “ნათლიმამა’’.ცერემონიალზე ინდიელმა გოგონამ შეახსენა ამერიკის საზოგადოებას, რომ ქვეყანაში ირღვევოდა მათი უფლებები, პროტესტის ნიშნად ბრანდომ ჯილდოზე უარი განაცხადა და თანაგრძნობა გამოუცხადა ამერიკაში მცხოვრებ ინდიელ ხალხს. 1360 3-ს მოსწონს
|