სხვა სამი მუსიკალური ქალაქი 2012, 14 ოქტომბერი, 11:12 ამ სტატიაში გაეცნობით სამი მუსიკალური ქალაქის ნიუ ორლენის, ვენისა და ლივერპულის შესახებ.
ნიუ ორლეანი ყველაზე დიდი ქალაქია ლუიზიანაში, აშშ.ის განთავსებულია მდინარე მისისიპის სანაპიროზე, რომლის პორტი ტურისტულ ცენტრადაა ქცეული.აქ უამრავი ტურისტი ჩამოდის რათა იხილონ ნიუ ორლეანის ცნობილი სახალხო კარნავალი Mardi Gras-ი. ლუიზიანა სახელი ქალაქს უწოდა ფრანგმა 1682წელს საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის საპატივცემულოდ, ქალაქი აშენდა 1718 წელს.1800წელა აქ დაბრუნდა ნაპოლეონი, რომელმაც ქალაქი მიჰყიდა აშშ-ს 1803 წელს, დღესაც ნიუ ორლეანის ნახევარი ფრანგებს შეადგენს. ნიუ ორლეანი ითვლება ჯაზის ცენტრად, ჯაზი არის ნაზავი ბლუზის, საცეკვაო სიმღერის და ჰიმნის.შავკანიანმა მუსიკოსებმა ჯაზი დაიწყეს მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ლუის ამსტრონგი და ჯელი როლი მორტონი დაბრუნდნენ ქალაქში.ქალაქი ცნობილია ჯაზით და აგრეთვე ფილარმონიის ორკესტრით. ვენა გერმანულად ვიენა, ავსტრიის დედაქალაქია, რომელიც განთავსებულია დუნაის სანაპიროზე და არის კარიბჭე დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის.ის არის მუსიკის, თეატრის, მუზეუმის და პარკის პოპულარული ტურისტული ცენტრი. ვენას აქვს მდიდარი ისტორია, ყველაზე ძველი უნივერსიტეტი ევროპაში გაიხსნა 1365წელს, 1558 წლიდან 1806წლამდე ის იყო წმინდა რომანის იმპერია და გახდა კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად 18-19 საუკუნეებში. ვენა არის მუსიკის ცენტრი, აქ მუშაობდნენ ჰაიდენი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი და სტრაუსი.ვენა დღესაც ცნობილია თავისი სიმფონიური ორკესტრითა და ოპერის სახლით. ლივერპული ბრიტანეთის მეორე საპორტო ქალაქია ლონდონის შემდეგ.ის განთავსებულია მდინარე მერსის სანაპიროზე ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში. მისი ისტორია იწყება 1207წლიდან, როცა მეფე ჯონმა ქალაქს სახელი უწოდა, ლივერპული 18საუკუნეში იქცა ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად შაქრის, სანელებლების და მონების, რომლებიც ჩამოჰყავდათ აფრიკიდან და დასავლეთ ინდოეთიდან. ლივერპულის ყველაზე ცნობილ მუსიკოსებად მიჩნეული არიან ბიტლები.1960-იან წლეებში ჯგუფი გახდა პოპულარული მთელს მსოფლიოში.ისინი ყველა დაიბადა ლივერპულში და ჯგუფსაც დაარქვეს “Beatles"(ხოჭოები).მათი პირველი გამონათება დაიწყო ღამის კლუბიდან სადაც გამართეს პირველი კონცერტი და მას შემდეგ დაიწყეს მოგზაურობა მთელს მსოფლიოში.მათ შორის პოლ მაკარტნი გახდათ ყველაზე მდიდარი მუსიკოსი მთელს მსოფლიოში.უამრავი ტურისტი ჩადის ლივერპულში, რომ ნახონ ბიტლზების სახლი, რომელიც მუზეუმადა ქცეული. 117 5-ს მოსწონს
|