სხვა ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში,ყველაზე ხანდაზმული მოდელი 2014, 5 აპრილი, 11:58
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ მოდელად ითვლება 80 წლის ამერიკელი კარმენ დელლ ო'რეფისი, რომელმაც კარიერა დაიწყო 15 წლის ასაკიდან.
2013 წელს სამოდელო სააგენტოებმა დელლს აღუნიშნეს 80 წლის იუბილე, სადაც წვეულებაზე განაცხადა, რომ ასაკის მიუხედავად არ აპირებს თავის საქმიანობას ჩამოცილდეს.
“სტილი ხატი“ასე შეარქვეს მას, რომელიც მალევე აღმოჩნდა მსოფლიო გინესის ჩანაწერებში.ის პირველად პოდიუმზე გამოვიდა 1946 წელის დეკემბერში, მას შემდეგ მონაწილეობა მიიღო უამრავ ფოტოსესიებში და მრავალჯერ გამოვიდა პოდიუმზე .
უცნაურია, მაგრამ ასაკის მიუხედავად ერთერთ მოთხოვნად მოდელად ითვლება კარმენ დელლ ო'რეფისი. მის 66 წლიან კარიერას დასაბამი მისცა ჟურნალმა “ Vogue'', რომლის ყდაზე 6-ჯერ აღმოჩნდა და წარმოადგენდა ერთდრულად 14 კოსმეტიკური კომპანიის სახეს. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში დაბადებული მოდელს ჰყავდა იტალიელი და უნგრელი მშობლები, რომელსაც რთული ბავშობა ჰქონდა გამოვლილი. მანამ, სანამ მოდის ინდუსტრიაში დაიმკვიდრებდა ადგილს, კარმენი ცხოვრობდა ნათესავებისაგან შორს ბავშვთა სახლში.. კარმენს წარმატება მოუტანა 1946 წლის დეკემბრის ჟურნალ “ Vogue''-ის ნომერმა, სადაც მთავარ გვერდზე გამოსახული იყო კარმენი ფიფქიას, წითელქუდას და კონკიას სახით. ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში კარმენ დელლ ო'რეფისი, რომელსაც ჰყავს ერთი ქალიშვილი. 69 4-ს მოსწონს
|