საბუნებისმეტყველო კომოდოს დრაკონი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მტაცებელი 2016, 1 მარტი, 18:14 ეს უჩვეულო არსება სავარაუდოდ პრეისტორიული ხანიდან შემორჩენილი ერთერთი სახეობაა. მას "Varanus komodoensis" (ლათინურად) სახელით იცნობენ. კამოდოს დრაკონი ყველაზე დიდი ხვლიკია მთელს მსოფლიოში. ამ საოცარ ცხოველებს კარგად შეუძლიათ ცურვა, კარგად დაძვრებიან ხეებზე, აქვთ შესანიშნავი ყნოსვის უნარი და ყველა ამ თვისებასთან ერთად ისინი ძალიან შხამიანი არსებები არიან. მისი ნაკბენის ადამიანისთვის შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
კომოდოს დრაკონი ხვლიკის ყველაზე დიდი სახეობაა, რომელიც ინდონეზიის რამდენიმე კუნძულზე ბინადრობს. სიგრძეში იზრდება 2-დან 3 მეტრამდე და აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი წონის ხვლიკის სტატუსი. მისი წონა დაახლოებით 140 კილოგრამამდე აღწევს. მტაცებელის ჯიში გავრცელებულია კომოდოს, რინტჯას და ფლორეს კუნძულებზე, რომლებიც ეკუთვნის ინდონეზიას. უპირატესობას ანიჭებენ საძოვარ ტერიტორიებს. კომოდოს დრაკონებს შეუძლიათ საკმაოდ კარგი ცურვა და ცოცვა. ისინი დღის განმავლობაში აქტიურობით გამოირჩევიან. კომოდოს დრაკონი ძლიერი მტაცებელი ცხოველია – შეუძლია თავისუფლად მოინადიროს მასზე 5-ჯერ დიდი ზომის მსხვერპლი. მტაცებელი იკვებება საკმაოდ მრავალფეროვნად. უპირატესობას ანიჭებს ლეშს, მაგრამ ყველაფრის ჭამა შეუძლიათ. ეს მტაცებელი არც ადამიანების მიმართ არის კეთილმოსურნე. ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ისინი ადამიანებს თავს ესხმიან, განსაკუტრებით ბავშვებს. თავდასხმების უმეტესობა სიკვდილიანობით არის დასრულებული. მტაცებლის ნერწყვზე 50-ზე მეტი სახეობის საშინელი ბაქტერია არსებობს. არ არსებობს, რომ საკვებიდან რაიმე დატოვონ, ძვლიანად, ტყავიანად ჭამენ. მდედრები ყოველწლიურად 15 -მდე კვერცხს დებენ, რომლებსაც მარხავენ მიწაში. მათი დაფიქსირება პირველად 1910 წელს მოხდა დასავლელი მეცნიერების მიერ. კომოდოს კუნძულებზე აღმოჩენილი დრაკონი, გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს შორისაა. იყო ვერსიები, რომ კომოდოს დრაკონის სიგრძე 7 მეტრას აღწევს, მაგრამ მცდარი. დღესდღეობით ყველაზე გრძელი კომოდოდ დრაკონი 3.5 მეტრი და წონით 166 კგ-ია. კბილებს ფარავს ღრძილოვანი ქსოვილები, რომლებიც ჭამის დროს ხშირად იგლიჯება. ამის გამო მისი ნერწყვი ხანდახან სისხლიანია, რაც ბაქტერიებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. კომოდოს დრაკონს ასევე აქვს გრძელი, ყვითელი, ორად გაყოფილი ენა. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ კომოდოს დრაკონების მასიური ზომა შეიძლება აიხსნას მათი წინაპრების მეშვეობით – 40 მილიონი წლის წინ აზიაში წარმოიშვნენ ვარანის ტიპის მასიური ხვლიკები, რომლებიც გადასახლდნენ ავსტრალიაში. 15 მილიონი წლის წინ ავსტრალიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კონტინენტურ ფილებს შორის მოხდა შეჯახება, რის გამოც ამ არსებებმა გადაინაცვლეს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად ინდონეზია ეწოდება, ხოლო პლეისტოცენის ეპოქის შემდეგ გადაშენდნენ. კომოდოს დრაკონები მარტოსულები არიან, ერთად მხოლოდ ჭამისა და გამრავლების მიზნით იკრიბებიან. შეწყვილების სეზონი დგება მაისსა და აგვისტოში, კვერცხის დადება კი სექტემბერში ხდება. მდედრი დრაკონი 20-მდე კვერცხს დებს დიდი ფრინველების მიტოვებულ ბუდეში, ზოგჯერ კი თავად თხრის ორმოს. კვერცხებს 7-8 თვის განმავლობაში სჭირდება მეთვალყურეობა. კომოდოს კუნძულებზე, გილა მოტანგზე, რინკასა და ფლორესზე დრაკონთა რაოდენობა 3000-დან 5000-მდეა. დრაკონის შვილები ვალდებულები არიან დაბადებიდან დამოუკიდებლად იცხოვრონ. აქედან გამომდინარე ახალ გამოჩეკილი დრაკონები, ხშირ შემთხვევაში სხვა მტაცებლების საკვები ხდებიან. მომწიფებამდე პატარა კომოდოს დრაკონები თავს ირჩენენ მწერებით სავსე ხეებზე. მომწიფებამდე 2 წელი საჭიროებს, კომოდოს დრაკონები საშუალოდ 50 წელს ცოცხლობენ. უკანონო ნადირობამ, ადამიანის ბუნებაში შეჭრამ და ბუნებრივმა კატასტროფებმა ამ სახეობას საფრთხეში მყოფის სტატუსი მიანიჭა. დღეს კომოდოს დრაკონებს ოფიციალურად იცავს ინდონეზიის კონსტიტუცია და კომოდოს ეროვნული პარკი, რათა აარიდონ შემცირების საფრთხე და დაიცვან გადაშენებისგან. კომოდოს დრაკონები, ასევე გამოირჩევიან ჭკუით და ნიჭით. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან. იშვიათად ნახავთ ზოოპარკებსა და ბუნებრივ პარკებში. მათი მოშინაურება ძალიან სარისკო და სახიფათოა. კომოდოს დრაკონი ენათესავება, უკვე გადაშენებულ მტაცებელ - მეგალანიას. მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1260 10-ს მოსწონს
|