x
image
melody_inside
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი უძველესი საიდუმლო საზოგადოებები
საიდუმლო ორგანიზაციების და „ კლუბები ინტერესების მიხედვით“ დაარსების ისტორია შორი საუკუნეებიდან მოდის.
ყველაფერი დაფარული ტრადიციულად იწვევს ათას ურთიერთგამომრიცხავ აზრებს. ბევრი მათგანის მიზანი, პრინციპები და დებულებები ჩვენს დრომდე უცვლელად მოვიდა.


ევროპის საიდუმლო ორგანიზაციები:


1. ილუმინატები
ევროპის ეს საიდუმლო ორგანიზაცია ყველაზე ტირაჟირებულია მედია საშუალებების, კინოს და ლიტერატურის მიერ. დღეს ეს ორდენი აღიქმება, როგორც მითი. მაგრამ ისტორიული წყაროები ამტკიცებენ, რომ მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს გერმანიაში ნამდვილად არსებობდა ასეთი საიდუმლო ორგანიზაცია. მისი წევრები გამოირჩეოდნენ რადიკალური შეხედულებებით. ჭორები მას მიაწერენ საფრანგეთის რევოლუციის და რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის გაღვივებას. ასევე დადის ჭორები, რომ ილუმინატი შეიქმნა აშშ- დან. სხვადასხვა დროს ორდენის წევრებად ასახელებდნენ გოეთეს, ფერდინანდ ბრაუნშვეიგსკს, უინსტონ ჩერჩილს, ბარაკ ობამას, ბუშის ოჯახს და სხვა ცნობილ პერსონებს.(ილუმინატს, მასონების მეორე სახელადაც მოიაზრებენ).
ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე, ამ საიდუმლო ორგანიზაციამ ცოტახანი იარსება. ჭორის დონეზე კი ამბობენ, რომ ის მხოლოდ ჩრდილშია და ჩუმად განაგებს მსოფლიოს ბედს.



imageimageimageimageimage


imageimageimageimageimageimage
image

2. აღმოსავლეთ ტამპლიერების ორდენი

ამ საიდუმლო მისტიური ორგანიზაციის დამაარსებელი
არის მეოცე საუკუნის ცნობილი სატანისტი და ოკულისტი, ალისტერ კროული. ამ ორდენის წევრები ფართოდ იყენებენ ეზოთერიკულ პრაქტიკას ცნობიერების მდგომარეობის შეცვლის და არსებობის სხვა დონის საფეხურზე გადასვლისთვის.
იზრდებოდა რა ორგანიზაციის „ მამის“, კროულის პოპულარობა, აღმოსავლეთ
ტამპლიერების ორდენიც ახალ მიმდევრებს იპყრობდა მსოფლიოში. ორგანიზაცია საიდუმლო უკვე აღარ იყო, მაგრამ ხმა გავრცელდა, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკური სვლა იყო ორგანიზაციაში ახალი წევრების მიზიდვისთვის. ორდენი კვლავ აგრძელებს აკრძალულ სატანისტურ პრაქტიკას თავის რიტუალებში.



imageimageimageimageimageimage

imageimageimage

4. ბილდერბერგის კლუბი

ამ საიდუმლო ორგანიზაციის დამფუძნებლის დასახელება
ძნელია, მაგრამ ცნობილი წევრები_ საკმარისზე მეტია. ჭორების მიხედვით კლუბში
შედიან ესპანეთის, ნიდერლანდების სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, ევროპელი და
ამერიკელი მაგნატები, მსოფლიოს მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლები. ამ ელიტარულ კლუბში მოხვედრა მხოლოდ მოსაწვევებით შეიძლება. ეს პრაქტიკა 1954 წლიდან არსებობს.


კლუბის თავდაპირველი მიზანი იყო ევროპაში ამერიკული კულტურის გავლენის
წინააღმდეგ ბრძოლა. დროთა განმავლობაში რადიკალური იდეები შეიცვალა. ყოველ
შემთხვევაში ოფიციალური ვერსია ასეჟღერს. ხოლო რადგან კლუბი მკაცრად კონფიდენციალურია, ხოლო კრებები გაძლიერებული დაცვის პირობებში მიმდინარეობს _ იდეა გლობალურ მსოფლიო შეთქმულებაზე მუდმივად ჟღერს. სხვათაშორის, კლუბს მსოფლიო მმართველსაც ეძახიან.

image



imageimageimageimage
5. საზოგადოება ტულე

ტულეს საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე ოკულტური გერმანული საზოგადოებაა. არის ვერსია, რომ მისი წევრები იყვნენ რუდოლფ ჰესი, არტურ
როზენბერგი და ადოლფ გიტლერი. ეს საზოგადოება შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის
დასრულების შემდეგ . კლუბის იდეა და მესამე რეიხის იდეა ერთმანეთს გავს_ არიული
რასის აღმატებულება. დროთა განმავლობაში ამ საზოგადოებამ ჩაუყარა საფუძველი
გერმანიის მუშათა პარტიას. მოგვიანებით ის გადაიქცა ნაციონალ- სოციალისტურ
პარტიად, რომელმაც შვა ნაციზმი.
ტულე_ მითიური მიწაა, სადაც არიული რასა წარმოიშვა. ლეგენდის თანახმად ის არსებობდა ჩრდილოეთ პოლუსის მიდამოებში. ამ საზოგადოების მიმდევრები მუდამ ეძებდნენ მის ზუსტ ადგილს.

imageimageimageimageimageimage


რუსეთის საიდუმლო საზოგადოებები:

1. წრე თექვსმეტი (Кружок шестнадцати)
ამ ოპოზიციურ ჯგუფში შედიოდნენ საკტ-პეტერბურგის ახალგაზრდა არისტოკრატები. აქტიურობის წლებია 1838- 1840 წლები. რადიკალების და
რევოლუციონერების ამ საიდუმლო საზოგადოების წევრები იყვნენ ისეთი ცნობილი
ადამიანები, როგორებიცაა მიხაილ ლერმონტოვი, პეტრე ვალუევი, ძმები დოლგორუკები და იმ დროის სხვა გამოჩენილი ადამიანები.
ახალგაზრდები ფილოსოფოს ჩაადაევის იდეებით საზრდოობდნენ. ის მიუთითებდა
რუსეთის „სულიერ ჩამორჩენაზე“ . ეს წრე უკანონოდ მიიჩნია ხელისუფლებამ და გამოაშკარავების შემდეგ წევრების უმრავლესობა კავკასიაში გაიქცა ლერმონტოვის კვალდაკვალ.

2. შავი გადანაწილება (Черный передел)
საიდუმლო ორგანიზაცია ხალხური ტენდენციებით 1879 წელს შექმნა პეტერბურგში. მისი წევრები პოლიტიკას არ ანიჭებდნენ განსაკუთრებულ
მნიშვნელობას და ეკონომიკური ბრძოლით შემოიფარგლებოდნენ. მათი ძირითადი იდეა იყო რუსული საზოგადოება სოციალისტური საწყისებით.


imageimageimage


3. კეთილდღეობის კავშირი (Союз благоденствия)

დეკაბრისტების საიდუმლო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 1818 წელს. მის შემადგენლობაში დაახლოებით 200 წევრი იყო გაერთიანებული. მათ
მიზნად ქონდათ დასახული ხალხის ზნეობრივი აღზრდა, განათლება და გლეხების ყოფის შემსუბუქება. მაგრამ, ამ საზოგადოებას ფარული იდეებიც გააჩნდა: ფეოდალური წყობის ლიკვიდაცია, მეფის დამხობა და თავიანთი ახალი პოლიტიკური წყობის დამყარება. 1821 წელს, ყველა საიდუმლო ორგანიზაციების დარბევის ფონზე, ეს კავშირიც დაიშალა.

image

imageimageimage
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი უძველესი საიდუმლო
საზოგადოება _მასონური ლოჟა.

მასონური ლოჟა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წინააღმდეგობრივი და ცნობილი საზოგადოებაა. სხვადასხვა ინფორმაციით მასონები იყვნენ უინსტონ ჩერჩილი, მარკ ტვენი და მრავალი სხვა „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“.
ოფიციალური ინფორმაციით, მასონური ლოჟა 1717 წელს გაჩნდა. მაგრამ არსებობს არაპირდაპირი მტკიცებულებაც, რომ საზოგადოება არსებობდა მე-14 საუკუნეშიც. მასონებს ბევრი ადანაშაულებს ოკულტიზმში და მსოფლიო შეთქმულებაში. მასონების წინააღმდეგ ყველაზე გამძაფრებულად გამოდიოდა და დღემდე იბრძვის ეკლესია. მასონური ლოჟის სიმბოლიკა გვხვდება ძალიან ბევრ ადგილზე ბევრ საიდუმლო საზოგადოებაში. მასონური ლოჟის წევრად გახდომა შეუძლიათ მხოლოდ მოწვევით და კურთხევის სპეციალური რიტუალის ჩატარებით.

image
imageimageimageimage


imageimageimage
imageimageimageimage


image


image

შენიშვნა:

მასონობა, თავისუფალი მასონობა (ფრანგ. franc-maçonnerie; ინგლ. Freemasonry) სიტყვასიტყვით ნიშნავს ქვისმთლელს. ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა, მორალურ-ეთიკური მოძრაობა, აღმოცენებული XVIII საუკუნეში (1717 წლის 24 ივლისი, პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში) დახურული ორგანიზაციის სახით, საკუთარი რიტუალებით და სიმბოლოებით, რომლებიც გადმოღებულია ნაწილობრივ ქრისტიანობიდან. მასონური ეთიკა და ფილოსოფია აგებულია მონოთეისტურ შეხედულებებზე. დღევანდელ დღეს თავისუფალი მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოში. ორგანიზაცია დაახლოებით 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე აშშ-ში ცხოვრობს და 480, 000 ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში.
თავისუფალ მასონებს ერთმანეთთან აკავშირებთ ერთიანი მორალური და მეტაფიზიკური იდეალები. მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების რწმენა. თავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ ქვისმთლელების იარაღებსა და ხელსაწყოებს.სოლომონის ტაძრის მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს წინააღმდეგ. მასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობის „პროგრესისათვის“, თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე[1].
ძმობა ადმინისტრაციულად დაყოფილია დიდ ლოჟებად (ან ზოგჯერ ორიენტებად). თითოეულ დიდ ლოჟას საკუთარი იურისდიქცია გააჩნია და მოიცავს დაქვემდებარებულ ლოჟებს. დიდი ლოჟები ერთმანეთს აღიარებენ მასონური სასაზღვრო ნიშნებისა და რეგულარული მასონური იურისდიქციის რიტუალით. არსებობენ, ასევე, ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან მასონთა ძირითად პალატასთან, მაგრამ დამოუკიდებელი მმართველობა გააჩნიათ. ეს ლოჟები და ორგანიზაციები გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე[2] და ატარებენ თავიანთ შეხედულებებსა და მიზნებს სხვადასხვა გზით, თუმცა მათ ქმედებებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ: დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის აზრით, ევროკავშირში გაერთიანებას მისი ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია. მისთვის მიუღებელია მასონური პრინციპები მსოფლიო ინტეგრაციის, ერების გაერთიანების შესახებ, რომლითაც, მისივე აზრით, ევროკავშირი ხელმძღვანელობს.


image

ჯორჯ ვაშინგტონის ბაღი





3
1149
14-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1149
  
2016, 1 მარტი, 15:04
კარგი სტატიაა:) რაც შეეხება ილუმინატებს,ჩემი აზრით,დღესაც არიან ისინი
2016, 1 მარტი, 13:33
;) მადლობა
2016, 1 მარტი, 13:28
ძალიან საინტერესია გავაზიარე
0 1 3