სხვა ჩინეთში "გრძნეულებმა" ცოცხლად მოხარშეს ქალი 2016, 29 თებერვალი, 20:39 ჩინეთში ორმა "გრძნეულმა" მამაკაცმა ქალი ცოცხლად მოხარშა მისგან "ჭინკების და ბოროტი სულების განდევნის" მიზნით.
ტრაგედია სოფელ იულუნში დატრიალდა.(გუანიანის ოლქი, პროვინცია სიჩუანი)ქალი რომლის გვარია ლი დიდხანს ავადმყოფობდა, მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.გაწბილებულმა ოჯახის წევრებმა ამის შემდეგ მიაკითხეს ადგილობრივ "გრძნეულ-ჯადოქრებს" სახელად ფანს და ხუს.მამაკაცებმა "დაადგინეს", რომ ქალის სულში ეშმაკებმა დაიბუდეს და საჭიროა მათი განდევნა. როგორც China News Service-ი იუწყება, მამაკაცებმა ქალი კასრში ჩასვეს და შემდეგ კასრი გააცხელეს. კასრიდან ორთქლის ამოსვლის შემდეგ ქალმა ტკივილისგან კივილი დაიწყო. "გრძნეულები" ამტკიცებდნენ, რომ ეს ქალი კი არა მასში ჩასახლებული ეშმაკები კიოდნენ. როდესაც ქალი კასრიდან ამოიყვენეს იგი მთლად გაშავებული იყო და ფეხზე ვეღარ იდგა..ადგილზე მოსულმა სასწრაფომ ქალს ვეღარ უშველა, იგი ცოტა ხანში მიღებული დამწვრობისაგან გარდაიცვალა. პოლიციამ ორივე ეჭმიტანილი დააკავა. 435 5-ს მოსწონს 1-ს არა
|