ამოცანები რა ფერისაა ეს ქურთუკი?-ამ კითხვამ მოიცვა მთელი მსოფლიოს ინტერნეტმომხმარებლები 2016, 28 თებერვალი, 9:23 სოციალურ ქსელებში აქტიურად მიდის განხილვა, თუ რა ფერისაა ფირმა "Adidas"-ის ქურთუკი, რომელიც მომხარებელმა ნიკით- poppunkblogger-მა იყიდა და მისი ფოტო საიტზე განათავასა.თვითონ პატრონი აცხადებს, რომ იყიდა როგორც მოშავო-მოყავისფრო ქურთუკი.თუმცა მისი მეგობარი გოგონა ამტკიცებს, რომ ქურთუკი ცისფერია. გოგონას წაეკამათა სხვა მომხარებელი ქურთუკის ფერზე, კომენტარს კომენტარი მოჰყვა, გაიმართა ცხარე კამათი..ბოლო ბოლო ბლოგერს იმდენად მობეზრდა ქურთუკის ფერის გარშემო ატეხილი პერიპეტიები, რომ იძულებული იყო სურათი წაეშალა..... ფოტომ კი გავრცელება მოასწრო, ამჟამად სურათს 13 000 მოწონება აქვს.აზრი ძირითადად ორადაა გაყოფილი, ერთნი მიიჩნევენ, რომ ქურთუკი შავი- ყავისფერშია, ხოლო მეორე ნაწილის აზრით ქურთუკი მოთეთრო-მოლურჯოა, თუმცა როგორც გამოცემა The Independent-ი იუწყება ქურთუკის ფერი იმდენად გაურკვევლია, რომ იგი დამოკიდებულია კონკრეტული ინდივიდის ფერის აღთქმაზე. 291 5-ს მოსწონს 1-ს არა
|