x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა, სად,- როდის?-ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი კითხვები, რომელსაც მოთამაშეებმა სწორი პასუხი ვერ გასცეს
image

1975 წლის სექტემბრის დასაწყისში პირველად გავიდა ეთერში პოპულარული საბჭოთა ინტელექტუალური თამაში "რა, სად, როდის?"მოდით გავიხსენოთ რამდენიმე ყველაზე კურიოზული კითხვა თამაშის ისტორიის მანძილზე, რომელსაც ინტელექტუალებმა სწორი პასუხი ვერ გასცეს:



1-კითხვა:ადამიანს ეს ორჯერ მიეცემა ცხოვრებაში, ორივეჯერ უფასოდ, ხოლო მესამედ უკვე ფულის გადახდა მოუწევს, რა არის?

მოთამაშეების პასუხი:განათლება.


სწორი პასუხი: კბილები.




2-კითხვა: კენიაში მტკნარ ტბა ბარინგოში შუა დღისით, როდესაც ძლიერი სიცხეა წყლის დონე კი არ კლებულობს, არამედ მატულობს, რატომ?

მოთამაშეების პასუხი:კენია მართალია ეკვადორზე მდებარეობს, მაგრამ იქ ახლოს არის მთები, რა დროსაც ყინული დნება, ჩაედინება ტბაში და წყლის დონეს მატულობს.

სწორი პასუხი:წყლის დონე იმიტომ მატულობს, რომ ძლიერ სიცხის გამო ტბა ცხოველებით ივსება.




3-კითხვა:მუცელზე აბანო, ცხვირზე საცერი, თავზე ჭიპი, ერთი ხელი აქვს და ისიც ზურგზე? რა არის?

მოთამაშეების პასუხი:ორთქლმავალი

სწორი პასუხი: ჩაიდანი




4-კითხვა: მრგვალია კუდით და გამყოფია.რა არის?

მოთამაშეების პასუხი: კომეტა

სწორი პასუხი:მძიმე




5-კითხვა:რა გადაწყვიტეს გამოესახათ რასიზმის საწინააღმდეგო პლაკატზე?ის ერთდროულად თეთრია, შავია და აზიელი.

მოთამაშეების პასუხი: ჭადრაკი

სწორი პასუხი:პანდა




6- კითხვა:ფინეთში, დასავლეთ ლაპლანდიის სოფლებში გადაწყვიტეს ღამის 22 საათის შემდეგ ქუჩის განათება გამოერთოთ, რატომ?

მოთამაშეების პასუხი:ველური ბუნება, მცირე დასახლებებით, ღამით შუქი აწუხებს შინაურ ფრინველებს და ცხოველებს, რომელიც არასასურველია ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის, ამიტომაც თიშავენ.

სწორი პასუხი: იმიტომ რომ, ტურისტებმა და ადგილიბრივებმაც კარგად დაინახონ ჩრდილოეთის ციალი.




7-კითხვა:ის მოგითხრობთ სიყვარულზე საკუთარი სიცოცხლის ფასად, რა არის?

მოთამაშეების პასუხი:პეპელა, რომელიც ცეცხლისკენ მიფარფატებს.

სწორი პასუხი: გვირილა





8-კითხვა: ქუდი სავსეა მარცვლებით, დილით შეხედავ-მარცვლები გამქრალია.რა არის?

მოთამაშეების პასუხი:ბაბუაწვერა

სწორი პასუხი: ვარსკვლავები




9-კითხვა: ჩემს გამო ვურტყამ მას, მის გამო ვირტყავ მე, რაზეა საუბარი?

მოთამაშეების პასუხი: საათი

სწორი პასუხი: კოღო

1
2507
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2507
  
2019, 9 სექტემბერი, 16:30
ვირტყავ არა,ვირტყამ. ერთი და იგივე შეცდომებს ნუ უშვებთ.
0 1 1