x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტყუილი თუ მართალი?-გასართობი ტესტი
image

ქვემოთ გაეცნობით გასართობ ტესტს სხვადასხვა სფეროდან, რომელიც 15 კითხვისგან და ორი სავარაუდო პასუხიგან შედგება:ტყუილი თუ მართალი?


გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს.














პასუხები:



1)რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კრუზენშტერნის კუნძულსა და ალიასკას ალეუტის კუნძულებს შორის მანძილი 4 კილომეტრი და რამდენიმე ათეული მეტრია.


2)აკაკი წერეთლის "ბაშია-ჩუკი" ისტორიულ მოვლენაზე აგებული მოთხრობაა, რომელიც 1659 წლის კახეთის აჯანყებას ეხება, თუმცა ნაწარმოების სამი მთავარი გმირი: ბაშიაჩუკი, აბდუშაჰილი და მელანო გამოგონილი პერსონაჟებია.


3)ისააკ ნიუტონი ინგლისელი მეცნიერი იყო.


4)შევარდენს შეუძლია განავითაროს 322 კმ/სთ სიჩქარე ნადირობის დროს, რაც საუკეთესო შედეგია მსოფლიოში.


5)რიო-დე-ჟანეირო 1815—1821 წლებში პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი იყო.


6)ყველაზე მაღალი ანძა მსოფლიოში ვარშავის რადიოანძაა(646, 38 მ), რაც შეეხება მოსკოვის "ოსტანკინოს" ანძას, იგი რიგით მე-7 არის ანძებს შორის(540, 1მ)


7)ფრედი ბულსარა(მერკური)დაიბადა 1946 წლის 5 სექტემბერს ქალაქ ზანზიბარში, ტანზანია.



8)თავისუფლების ქანდაკების ავტორი არის ფრედერიკ ბალტორი, ხოლო იდეა ეკუთვნის მწერალ ედუარდ რენე დე ლაბულეს, რაც შეეხება გუსტავ ეიფელს, მან შექმნა რკინის კონსტრუქცია ქანდაკების აშშ-ში გადასატანათ.


9)ბაზალეთის ტბა სიღრმით(7მ.) პირველ ათეულშიც არ შედის, რაც შეეხება ყველაზე ღრმა ტბას საქართველოში, ეს არის რიწის ტბა(101 მ)


10)პირველი პერსონალური კომპიუტერი "Programma 101" 1964 წელს დაამზადა იტალიურმა კომპანია Olivetti-იმ, სწორედ ამის შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი "პერსონალური კომპიუტერი."


11)შოკოლადის სამშობლო მექსიკის ინდიელთა ყველაზე მრავლრიცხოვანი ხალხიდან- აცტეკებიდან მოდის, მათ ენაზე „ჩოკოლი სიმწარეს ნიშნავს, ხოლო „ატლი“ წყალს, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება.


12)ჩინეთის დიდი კედელი თითქოს კოსმოსიდან ჩანს, ეს არის ლეგენდა, არცერთ კოსმონავტს ეს არ დაუდასტურებია.



13)Hyundai Motor-ი სამხრეთ-კორეული ავტოკონცერნია, დაარსდა 1967 წელს, მისი ცენტრი სეულშია განთავსებული.


14)ყველაზე მძიმე სითხე არის ვერცხლისწყალი, ერთლიტრიანი მოცულობის ჭურჭელში მისი წონა 13, 5 კილოგრამია.


15)ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო "ოსკარი" ოთხ საბჭოთა ფილმს გადაეცა.ესენია: დოკუმენტური ფილმი მეორე მსოფლიო ომზე "გერმანული არმიის განადგურება მოსკოვის მისადგომებთან"(1943), "ომი და მშვიდობა"(1969წ) "დერსუ უზალა"(1976წ.) და "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა(1981წ.)



2
711
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
711
  
2018, 27 იანვარი, 0:13
ერთი არასწორი პასუხი...კაი იყო:)
2018, 26 იანვარი, 19:19
შევარდენზე შევცდი მხოლოდ:)) საინტერესო ტესტი იყო მართლა. ბაში-აჩუკზე შეკითხვა მომეწონა :))
0 1 2