საბუნებისმეტყველო საიდუმლოებებით მოცული ტბა ინდოეთში, სადაც ინდოელთა ტომების ჩონჩხები იპოვეს! 2016, 27 თებერვალი, 1:09 დედამიწის მრავალფეროვნებაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ, სასწაულებრივი
ადგილები ძალიან ბევრჯერ განვიხილეთ, ახლა ვნახოთ რამოდენიმე საიდუმლოებებით
მოცული ადგილი ჩვენს პლანეტაზე, წარმოგიდგენთ ტბას, რომელიც მდებარეობს
ინდოეთში.
ინდოეთის უტარაკჰანდის რეგიონში მდებარე "როუპქანდის" ტბა, ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია. ერთი შეხედვით მთებს შორის მოქცეული ულამაზესი ადგილია, მაგრამ ინტერესი უფრო ღვივდება, მაშინ როდესაც გავიგებთ, რომ ეს ტბა საიდუმლოებებით არის მოცული. იდუმალებით აღსავსე ტბას მეორე სახელიც აქვს, მას ასევე "ჩონჩხების ტბას" უწოდებენ. ტბა მდებარეობს ჰიმალაის მთებზე, 5029 მეტრის სიმაღლეზე. იგი ყველაფრისგან იზოლირებულია, იშვიათად თუ შეძლებს ვინმე მანდ ასვლას. კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ ადრეულ პერიოდში, ინდოელთა ტომებს სურდათ ტბის ტერიტორიაზე დასახლება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ტერიტორიაზე ვერ მოხერდა ინდოელტა ტომების დასახლება. ზამთარს მოჰყვება გაზაფხული, გაზაფხულს ზაფხული და დნება ტბის გარშემო ყინულებიც, საინტერესოა, საინდან ჩნდება ამდენი ადამიანის ჩონჩხი, ისეთ ადგილას, სადაც არავინაა დასახლებული? ამ კითხვას პასუხი ჯერ-ჯერობით არ აქვს. ტბის შესახებ უკვე ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, მაგრამ გაურკვეველია, თუ საიდან ჩნდება ადამიანის ჩონჩხები, ტბის ტერიტორიაზე... ზამთარში ამ საზარელ სანახაობას ვერ წააწყდებით, ხოლო ზაფხულში "ღია სასაფლაო" გეგონებათ... მთელი რიგი სხვადასხვა ნახშირბადის ექსპერიმენტების შედეგად, აღმოჩნდა რომ ადამიანის ძვლები, რომლებიც ტბის გარშემო ტერიტორიაზე იპოვეს, ეკუთვნის XII-XV საუკუნეს. დნმ-ის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მკვდრები ორ განსხვავებულ ჯგუფს ეკუთვნოდა. ჩონჩხებთან აღმოაჩინეს ბეჭდები, ისრები, ტყავის ფეხსაცმელები და ბამბუკის ჯოხებიც. თავის ქალებზე მოკლე, მაგრამ ღრმა ნახვრეტები, რაც ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ეს ხალხი ერთიდა იგივე იარაღით დახოცეს... იმედია მოგეწონებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 915 12-ს მოსწონს 1-ს არა
|