შოუბიზნესი ბექჰემები ერთმანეთს შორდებიან? 2016, 26 თებერვალი, 21:45 ბილო ხანებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 41 წლის ვიქტორია და 40 წლის დევიდ ბექჰემი ერთმანეთს შორდება. მათ რთული პერიოდი უდგათ და როგორც იუწყებიან ურთიერთობაში ყველაფერი კარგად არ აქვთ. მიუხედევად ამისა, წყვილი საზოგადოებაში ერთად ჩნდება და უარყოფენ მათ შორის წარმოქმნილ უთანხმოებას. 8 თებერვალს წყვილი ერთად იმყოფებოდა ნიუ-იორკში გამომცემლობა VOGUE-ის რედაქტორის მოწყობილ წვეულებაზე. საზეიმო ვახშმის დასრულების შემდეგ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და ცალ-ცალკე ავტომობილებით გაემართნენ გაურკვეველი მიმართულებით. საინტერესოა რომელ მათგანს უმტყუნებს ნებისყოფა ვიკის, რომელიც მუდმივად განიცდის დამცირებას დევიდის ღალატთან დაკავშირებით, თუ დევიდს, რომელიც დაიღალა ვიქტორიას "სნობიზმითა" და უცნაურობებით. შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 1997 წელს საქველმოქმედო თამაშის დროს გაიცნო. დევიდი დააინტერესა იმ ფაქტმა, რომ ვიქტორიამ მას ავტოგრაფი არ სთხოვა, ის საერთოდ ვერ ერკვეოდა ფეხბურთში და არ იცოდა, რომ დევიდი ფეხბურთის ვარსკვლავი იყო. წყვილმა 1999 წელს იქორწინა და ვიქტორია ამ დროს პირველ შვილზე იყო ფეხმძიმედ. მათი ქორწინება 17 წელს მოიცავს. მათ ოთხი შვილი ჰყავთ და ერთობლივი ცხოვრებით გამომუშავებული მილიარდობით დოლარის მფლობელნი არიან.იმედია ცნობა მათი უთანხმოებისა და გარქონწინების შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ჭორია და მეტი არაფერი. 398 1-ს მოსწონს
|