x
image
Casper
შოკოლადის პიცა
imageინგრედიენტები:

200გრ ფქვილი
2 სუფრის კოვზი ზეთი
ჩაის ჭიქის 1/3 რძე
15გრ საფუარი
მარილი
150გრ ტკბილი მდნარი ყველი
100გრ რძიანი შოკოლადი
1 ჩაის კოვზი კაკაო
200გრ მჟავე ვაშლი
200გრ ანანასი

100გრ თეთრი შოკოლადი




საფუარი გავხსნათ თბილ რძეში. დავამატოთ კაკაო, ფქვილი, ზეთი და მოვზილოთ ცომი. მიღებული მასა დავტოვოთ თბილ ადგილას 1 საათით. როდესაც ცომი აფუვდება ის უკვე შეგვიძლია გავაბრტყელოთ და ზემოდან წავუსვათ ტკბილი მდნარი ყველი. ვაშლს გავაცალოთ კანი და მოვაცილოთ შიდა ნაწილი. შემდეგ დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ვაშლი და ანანასი ლამაზად დავალაგოთ პიცაზე და მოვაყაროთ თხლად გახეხილი შოკოლადი. ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ ჩვენი პიცა 25-30 წუთის განმავლობაში.




გემრიელად მიირთვით!


0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:Casper
Casper
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0