x
image
Casper
რუსეთის ფეხბურთელმა თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა!!!

16 თებერვალს თურქეთში ჩატარდა ევროპის ლიგის მატჩი "ფენერბახჩე" – "ლოკომოტივი". რუსეთმა 2:0 წააგო. თამაშის დასრულების შემდეგ დღემდე ბალელშიკები განიხილავენ არა მატჩს, არამედ რუსეთის ლოკომოტივის ნახევარმცველის დიმიტრი ტარასოვის საქციელს. მატჩის დასრულების შემდეგ ნახევარმცველი მივიდა ტრიბუნებთან, სადაც ისხდნენ თურქეთის გუნდის გულშემატკივრები, გაიხადა მაისური, რომლის შიგნით კიდევ ერთი მაისური ეცვა ვლადიმერ პუტინის პორტრეტის გამოსახულებით და წარწერით: "ყველაზე თავაზიანი პრეზიდენტი".


image



















სტადიონზე ამ საქციელს დიდი გამოხმაურება არ ჰქონია, მაგრამ შემდეგ, როდესაც ფოტოები ინტერნეტში აღმოჩნდნენ წარმოიშვა ნამდვილი სკანდალი. თურქი ბალელშიკები არ მალავენ ემოციებს, ცენზურით მიმართავენ ფეხბურთელს და მთელს რუსეთს. აღსანიშნავია, რომ რუსეთეთმაც არ დაუჭირა მხარი ნახევარმცველის ამ საქციელს და დაგმო ის.
ამ ფაქტს UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. ტარასოვი მიიღებს დისკვალიფიკაციას, ხოლო კლუბს ფინანსური სანქციები ემუქრება.
რუსეთსა და თურქეთს შორის ამჟამად დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა.

0
394
3-ს მოსწონს
ავტორი:Casper
Casper
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0