ვარსკვლავები 57 წლის ჯენის დიკენსონი 2012, 12 ივლისი, 15:25 არსებობენ ქალები, რომლებიც არასოდეს ბერდებიან. ჯენის დიკენსონი 57 წლის ასაკში გამოიყურება ისე, როგორც ვერ გამოიყურება ბევრი ახალგაზრდა გოგო. "ყველა ქალს შეუძლია შეინარჩუნოს სილამაზე და ჯანმრთელობა! ყველა ქალს შეუძლია მართოს თავისი ასაკი!" - ამბობს ჯენის დიკენსონი.
ყოფილი სუპერმოდელი ყოველთვის ცდილობს გახადოს საკუთარი სხეული კიდევ უფრო სრულყოფილი. ის ძალიან დიდ დროს ატარებს სპორტ დარბაზში, მთელი ცხოვრება არის იოგის აქტიური მოყვარული, უპირატესობას ანიჭებს სწორ კვებას, რაც ეხმარება მას შეინარჩუნოს სხეულის იდეალური პარამეტრები. გარდა ამისა, ხშირად მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას ამა თუ იმ სხეულის ნაწილის კორექციისთვის. წელიწადში ორჯერ იკეთებს ბოტოქსის ინიექციებს. "ძალიან კმაყოფილი ვარ ბოტოქსის შედეგით, რადგან ის მე დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ჩემი აზრით, უნდა გამოიყენო ყველაფერი, რამაც შეიძლება შენი გარეგნობა სრულყოფილი გახადოს, რადგან ქალი პირველ რიგში უნდა იყოს ლამაზი, დახვეწილი და სექსუალური!" - ამბობს დიკენსონი. მიუხედავად ასაკისა, ჯენის ყავს უამრავი თაყვანისმცემელი, როგორიც არის 32 წლის ინგლისელი მწერალი დევიდ ბლეიკლი. ახალგაზრდა დევიდმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ დაეშორებინა ჯენი ყოფილ ბოიფრენდს. წყვილი უკვე ფიქრობს დაქორწინებაზე. "ჩემი სიყვარული საკუთარი სხეულის მიმართ გადაიზარდა მანიაკალუს დამოკიდებულებაში" - ამბობს ჯენისი. როგორც ჩანს ის 20 წლის შემდეგაც იდეალურ ფორმაში იქნება და საუკეთესო მაგალითად დარჩება ყველა ქალისთვის. 3342 22-ს მოსწონს
|