x
image
Guns N Roses
კრისტენ სტიუარტი - ისტორია და ფოტოები

კრისტენ სტიუარტი ამერიკელი მსახიობია რომელსაც დიდი პოპულარობა მოუტანა მისმა როლმა "ბინდში". მას აგრეთვე აქვს მონაწილეობა ისეთ ფილმებში, როგორიცაა : შიშის ოთახი (2002), ილაპარაკე (2004), ზატურა (2005), წარგზავნილები (2007), ფიფქია და მონადირე (2012), გზაზე (2012). ის აგრეთვე მონაწილეობს ბანაკი იქს-რეიში(2014) და სილს მარიაში (2014) . სტიუარტი დაიბადა და გაიზარდა ლოს-ანჯელესში . მამამისი, ჯონ სტიუარტი, რეჟისორია რომელიც მუშაობდა Fox-ში. დედამისი, ჯულზ სტიუარტი, ავსტრალიელი სცენარისტია. მას ჰყავს უფროსი ძმა, კამერონ ბ.სტიუარტი და 2 აყვანილი ძმა, დანა და ტეილორი. სტიუარტმა ისწავლა სკოლაში მეშვიდე კლასამდე და შემდგომ დაუსწრებლად სწავლობდა სახლში მანამ სანამ დაამთავრებდა სკოლას. კრისტენმა ადრეულ ასაკში დაიწყო კარიერა. იგი იყო 8 წლის როდესაც მან პატარა როლი შეასრულა ფილმში Thirteen. ამას მოყვა მეორე ხარისხოვანი როლი ფილმში the safety of objects. 2002 წელს მან ითამაშა ჯoდი ფოსტერთან ერთად ფილმში „შიშის ოთახი“. ამის შემდეგ შერონ სტოუნთან და დენის ქუეიდთან ერთად ითამაშა ფილმში Cold Creek Manor 2003 წელს. 2004 წელს გამოვიდა ფილმი Speak სადაც იგი მთავარ როლს ასრულებდა. მისი პერსონაჟი დეპრესიული გოგო იყო რომელსაც ბევრი პრობლემა ჰქონდა. ამ ფილმის მერე მას დიდი აღიარება ხვდა წილად და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი როლი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი კარიერისთვის იყო ფილმი In the Land of Women, მეგ რაიანთან ერთად, სადაც იგი Lucy Hardwicke-ს როლს ასრულებდა. 2008 წელს შექმნილ ფილმში მან პარტნიორობა გაუწია ისეთ ცნობილ მსახიობებს როგორბიც არიან რობერტ დე ნირო, ბრიუს უილისი და ა.შ მისი ყველაზე ცნობილი და პოპულარული როლი არის ბელა სვონის როლი ფილმში ბინდი. ამ როლისთვის მან გამოიყენა ყავისფერი ლინზები, რადგან წიგნში, რომლის მიხედვითაც ეს ფილმი გადაიღეს, ნათქვამი იყო, რომ ბელას თაფლისფერი თვალები ჰქონდა, კრისტენს კი მწვანე თვალები აქვს. მას მოუწია სიმღერის შესრულება ფილმში Into the Wild. მან ეს სიმღერა ისე შეასრულა, როგორც ნამდვილი პროფესიონალი იმღერებდა. ფილმში The Runaways, ის ასრულებს ცნობილი როკ მომღერლის ჯოან ჯეტის როლს.



imageimageimage




0
76
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0