x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნაზი ნამცხვარი უგემრიელესი კრემით
imageimageინგრედიენტები:


ცომისთვის:


ფქვილი — 500 გრ.

კარაქი — 250 გრ.


შაქრის პუდრი — 150 გრ.

საფუარი — 5 გრ. მშრალი ან 10 გრ. დაწნეხილი

რძე — 3 ს. კ.

კვერცხი — 1 ცალი

გამაფხვიერებელი — 1/2 ჩ. კ.


კრემისთვის:


შაქარი — 140 გრ

რძე — 1 ლ.

ფქვილი – 100 გრ.

შაქრის პუდრი – 200 გრ.

ვანილინი — 1, 5 გრ.

კარაქი – 200 გრ.


1. ჯერ კრემი უნდა მოამზადოთ: ღრმა ტაფაში ჩაყარეთ შაქარი > გაადნეთ და ცეცხლზე გააჩერეთ იქამდე, ვიდრე ღია ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს > დაამატეთ 0, 5 ლ. რძე და ამის შემდეგ, დაელოდეთ, ვიდრე შაქარი მთლიანად არ გაიხსნება რძეში.

image

2. ვიდრე კარამელის და რძის შერევას ელოდებით, თასში ჩაყარეთ ფქვილი და დაასხით რძე (3 სუფრის კოვზის გადნახვა არ დაგავიწყდეთ) > კარგად აურიეთ, ისე რომ ერთგვაროვანი სითხე მიიღოთ.

image

3. როდესაც კარამელი გადნება, ფქვილიანი მასა დაამატეთ კარამელიან მასას და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, შესქელებამდე > კრემი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.

image

4. გაციებულ კრემს დაამატეთ შაქრის პუდრი, ვანილინი და კარაქი. ათქვიფეთ მიქსერით კარგად, ვიდრე ერთგვაროვან, ფუმფულა მასას არ მიიღებთ.

image

5. ცომის მოსამზადებლად: საფუარი გახსენით 3 ს. კ. რძეში > ფქვილს შეურიეთ შაქრის პუდრი და გამაფხვიერებელი > დაამატეთ დაჭრილი კარაქი (უმჯობესია თუ ცივი იქნება) და ხელით შეაზილეთ კარაქი ფქვილს. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი ფხვიერი მასა.

image6. კვერცხი მსუბუქად, ჩანგლით, ათქვიფეთ > დაამატეთ ფხვიერ მასას > მაშინვე დაამატეთ დროჟიანი რძე > მოზილეთ ცომი.

image

7. გააკეთეთ გუნდა > გადააფარეთ სუფრის ტილო > გააჩერეთ 15 წუთი (ცომმა უნდა დაისვენოს).

image

8. გაყავით ცომი 6 ნაწილად > თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 0, 3 სმ-ზე, მიეცით ოთხკუთხედის ფორმა.

image

9. ფენები გამოაცხეთ 10 წუთის მანძილზე, 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში > როდესაც გაცივდება, გვერდები შეუსწორეთ და ჩამონაჭრები დაფხვენით > ნამცხვრის ფირფიტებს კრემი წაუსვით.

image

10. ზემოდან ნაფხვენი მოაყარეთ. თუ გინდათ, რომ ნამცხვარი ხრაშუნა იყოს, შეგიძლიათ, კრემის წასმის შემდეგ დაჭრათ და სუფრაზე მიიტანოთ. მაგრამ, თუ რბილი და ნაზი ნამცხვარი გინდათ, უნდა დააცადოთ, რომ ფენებს კრემი გაუჯდეს.

image

0
543
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
543
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0