x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ ებრძვიან რუსეთში სტალინის ნოსტალგიას
imageეს არის უბრალო მომცრო ცხრილები, რომელზეც ამოტვიფრილია სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პროფესია:რადიოტექნიკი, ჟურნალისტი, სტუდენტი...


შემდეგ წერია დაკავების და დახვრეტის თარიღი.მსგავსი ცხრილები რუსეთის ბევრ ქალაქში გამოჩნდა, რომლებიც რუსებს ახსენებენ იმ ასეულობით ათას მსხვერპლს, რომელიც სტალინურმა რეპრესიებმა შეიწირა.


ეს ინიციატივა პირდაპირი გამოწვევაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დადებითად არიან განწყობილნი ყოფილი საბჭოთა ბელადის მიმართ.


პროექტის სახელწოდებაა "უკანასკნელი მისამართი"(Последний адрес) და უკვე შემოსულია ათასობით განცხადება, რომ განთავსდეს მსგავსი ცხრილები იმ მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომლებიც სტალინის პარანოიდულ რეპრესიებს შეეწირნენ.



სანამ, რომელიმე სახლზე ცხრილს გამოაკრავენ აქტივისტები ცდილობენ ნებართვა აიღონ სახლის ბინადრებისგან, თუმცა ეს არც ისე ადვილია.


"ადამიანები გვეუბნებიან, ჩვენ აქ ვცხოვრობთ, რატომ გვიფუჭებთ განწყობას?რად გვინდა აქ სასაფლაო?"-აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ჟურნალისტი სერგეი პარხომენკო.


"სხვები ამბობენ:მე მინდა ჩემი შვილი როცა გაივლის, ნახოს ეს ცხრილი, ძალიან დამთრგუნველია."

image

"დიდმა წმენდამ" ანუ ასევე სტალინის რეპრესიებმა თავის აპოგეას 1937-38 წლებში მიაღწია.დადგენილია, რომ ამ პერიოდში დაიხვრიტა 1 000 000 ადამიანი.ხოლო გულაგებში(შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების და კოლონიების მთავარი სამმართველო, საბჭოთა
სადამსჯელო სისტემის ნაწილი, სადაც პატიმრები სასჯელის მოხდასთან ერთად
იძულებით ასრულებდნენ სხვადასხვა (როგორც წესი ფიზიკურ) სამუშაოს, ხშირად
ძალიან ცუდ ან თითქმის გაუსაძლის პირობებში.)16 მილიონი ადამიანი იყო გადასახლებული, სადაც 1, 6 მილიონი ადამიანი დაიღუპა.



მიუხედავად ამისა, ბოლო გამოკითხვებით, რუსებს უფრო მიაჩნიათ, რომ სტალინი იყო "ეფექტური მენეჯერი", "ომის გმირი" და არა ტირანი.


ამასთანავე სახელმწიფო
ტელევიზია ოპოზიციის აქტივისტებს, სახელწოდებით"ხალხის მტრები" და
"მემორიალი", რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა უკვდავსაყოფად, ოფიციალურად მათ "უცხოელთა აგენტებს"უწოდებენ და ტელევიზიიით ბრალს დებენ იმაში, რომ რუსეთს ცილს სწამებენ დასავლური ფულის სანაცვლოდ.


რომან რომანოვი, რომელმაც ახლახან "გულაგის" ისტორიული მუზეუმი გახსნა აცხადებს, რომ მუზეუმს მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.


"რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ყველა ის გამარჯვება და ჩვენი ისტორიის გმირული წარსულის ფურცლები, თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორიის ტრაგიკული მომენტებიც, ისინი ამბობენ, რომ მათ ეს არ სურთ, მაგრამ ეს მათ სჭირდებათ"-აცხადებს რომან რომანოვი.



ფოტოებზე:სტალინის ერთ-ერთი უპირველესი ჯალათის, ჰენრიხ იაგოდას აგარაკის მიმდებარე ტერიტორია მოსკოვის მახლობლად, კაცმა, რომელმაც პირადად დახვრიტა მინიმუმ 10 000 კაცი, თუმცა მოგვიანებით თავად იგიც დახვრიტეს.

image

imageimageimage






1
723
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
723
  
2016, 25 თებერვალი, 13:52
მომხრეებიც ბევრი ჰყავს, ადრე ვთამაშობდი "ტანკი ონლაინს" და იმდენი "სტალინი" იყო ვინ მოთვლის, მეც ამის გამო ნერვებს "ვუჭამდი".
ახალგაზრდა კაცმა სტალინი როგორ უნდა დაირქვა თუნდაც თამაშში?
0 1 1