x
image
natia.a
რატი ამაღლობელის ლექსი, რომელიც ირაკლი ჩარკვიანს მიუძღვნა

image
პოეტი რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში ათი წლის წინ დაწერილ ლექსს აქვეყნებს, რომლის წერის დროს, ავტორის თქმით, ირაკლი ჩარკვიანზე ფიქრობდა. მეორე დღეს კი "მეფის" გარდაცვალების ამბავი შეიტყო...

"ეს ლექსი 10 წლის წინ დავწერე, 2006 წლის 23-24 თებერვლის ღამეს, წერის დროს დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემ თავს მივმართავდი და საკუთარ შეაძლო სიკვდილზე ვწერდი, თუმცა რატომღაც ირაკლიზე ვფიქრობდი სულ. ლექსის თარიღები ხშირად არ მახსოვს, ამ ლექსის კი იმიტომ დამამახსოვრდა, რომ მეორე დღეს ირაკლის გარდაცვალების ამბავი გავიგე. რაც უფრო გადის დრო, მით მეტია ირაკლის დანაკლისისა და მისი განუმეორებლობის განცდა

მიძღვნა

(ირაკლი ჩარკვიანს)

კედლის საათის ხმა
შუაღამეში
გესმის და ძილის ღრმა
ფსკერზე დაეშვი,
ჩაეშვი.

დგახარ პირისპირ კვლავ
საკუთარ თავის წინაშე,
კედლის საათის ხმა
ისმის ბინაში.

როდესაც თვალებს ხუჭავ და
სხვის სიზმრებს წრუპავ წამლად -
საათში ერთხელ ქუჩიდან,
სულ ალბათ სამი წამით,

მანქანა, რომელიც გაკივის,
ზუზუნით ყურებში გაგივლის
და მერე რა გიკვირს -
წავა.

ნუ გეშინია, სიკვდილი
მოვა არც ისე ადრე,
ნუ გეშინია, სიკვდილი
შენს გვამს უშენოდ ათრევს.

ნუ გეშინია, სიკვდილი
მოვა, სად წავა აბა?!
მოვა, ლოგინთან მოვა,
მოვა, გაიხდის კაბას
და ვერ გაამხელ ვერსად
ამ სიყვარულის ამბავს."- წერს რატი ამაღლობელი ფეისბუქის პირად გვერდზე.

image




1
248
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
248
  
2016, 24 თებერვალი, 16:51
გ-გ
0 1 1