x
image
Guns N Roses
ლედი გაგა - ისტორია და ფოტოები

მისი კარიერა დაიწყო ნიუ-იორკის როკ-ანდერგრაუნდში. ლეიბლთან Streamline Records კონტრაქტით (2007 წელს) დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა დიდ სცენაზე. თავდაპირველად იგი წერდა სიმღერებს სხვა შემსრულებლებისათვის, მაგრამ რეპერ ეიკონის ძალისხმევით და ინიციატივით, ლედი გაგა გადავიდა მის ლეიბლზე Kon Live Distribution. ამასთანავე მომღერალი არისლგბტ აქტივისტი, მსახიობი და ქველმოქმედი.
ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და დიჯეი ლედი გაგა, ანუ სტეფანი ჯოანა ანჯელინა ჯერმანოტა 1986 წლის 28 მარტს მანჰეტენზე დაიბადა. მუსიკით ბაშვობიდან დაინტერესდა. 4 წლისა დამოუკიდებლად ფორტეპიანოზე უკრავდა. მალე კი, საბავშვო მაგნიტოფონზე მაიკლ ჯექსონის და სინდი ლაუპერის სიმღერებს იწერდა...
სტეფანი მანჰეტენის სკოლაში „Convent Of The Sacred Heart“, დებთან - ჰილტონ და ქეროლაინ კენედებთან ერთად სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა სამხატვრო სკოლაში „Tisch School of the Arts“ განაგრძო. 14 წლის ასაკში ის ნიუ-იორკის კლუბში „Bitter End“ და სკოლის თეატრის სცენაზე „Regis High School Repertory“, ანსამბლში - „Regis Jazz Band“ მღეროდა.

2011 წლის 23 მაისს გაგამ გამოუშვა თავისი მეორე სტუდიური ალბომი Born This Way. გაგა ამ ალბომში თანამშრომლობს ისეთ პროდიუსერებთან, როგორებიც არიან RedOne და ფერნანდო გერიბეი, რომლებთანაც გაგა ადრეც თანამშრომლობდა, გაგა ასევე თანამშრომლობდა სხვა პროდიუსერებთანაც: DJ Snake, DJ White Shadow, ჯეპე ლოურსენი, რობერტ ჯომ მეტ ლენჯი და Clinton Sparks. გაგა ასევე ალბომში თანამშრომლობს სხვა შემსრულებლებთან: ჯგუფ E Street Band-თან, საქსოფონისტ კლერენს კლემონსთან და ჯგუფ Queen-ის გიტარისტ ბრაიან მეისთან. ალბომში შესული სიმღერები გადაწვეტილია სითნოპოპში და საცეკვაო პოპში, რომლებიც გაგას წინა ალბომებში გვხვდება. თუმცა ასევე გვხვდება ისეთი სტილის სიმღერები, რომლებიც გაგას წინა ალბომებში არ გამოუყენებია მაგალითად: ოპერა, მძიმე მეტალი, დისკო და როკ-ენ-როლი. სიმღერის ტექსტებში გვხვდება ისეთი თემები, როგორებიცაა სექსი, რელიგია, თავისუფლება, ფემინიზმი და ინდივიდუალიზმი. მიუხედავად რელიგიური თემებისა ალბომმა კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა. ალბომმი წარადგინეს გრემის დაჯილდოებაზე სამ ნომინაციაში, მათ შორის წლის ალბომის ნომინაციაში რომელიც გაგამ უკვე ზედისედ სამჯერ მიიღო. Born This Way მოხვდა ყველა ქვეყნის ხუთეულში, მათ შორის ბილბორდ 200ში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ალბომი პირველ კვირას გაიყიდა 1.108 მილიონ ასლზე მეტი და გახდა ყველაზე გაყიდვადი ალბომი მოკლე ხანში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 440.000 ასლზე მეტი გაიყიდა Amazon.com-ზე ორი დღის განმავლობაში. ალბომის ოთხი სინგლი - Born This Way, Judas, The Edge of Glory, და Yoü and I ყველა მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულისათეულში. სიმღერა Born This Way გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სინგლი iTunes-ის ისტორიაში და ალბომის პრომო სინგლი Hair მოხვდა თექვსმეტი ქვეყნის ჩარტში. გაგამ შეასრულა ალბომში შესული სიმღერები ცნობილ დაჯილდოებეზე, მათ შორისაა 53-ე გრემის დაჯილდოება და 2011 წელის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება. 2011 წლის ოქტომბერში, მსოფლიოში გაყიდვების რაოდენობამ გადააჭარბმა რვა მილიონ ასლს. 2012 წელს გაგამ ალბომის მხარდასაჭერად წამოიწყო მესამე მსოფლიო ტურნე Born This Way Ball რომელიც დაიწყო 27 აპრილს სამხრეთ კოერის დედაქალაქ სეულიდან და დამთავრდა 2013 წლის თებერვალს კანადის ქალაქ მონრელაში გაგას ჯარმთელობის გაუარესების გამო. გაგამ ტურნეს ფარგლებში მსოფლიოს შვიდი კონტინენტიდან ეწვია ექვს კონტინენტს და გამართა 98 კონცერტი.



imageimageimageimage



0
240
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0